fbpx

30 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

პარიზის მოდის კვირეულზე, Elie Saab-ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე, ქართველი მოდელი თათია ახალაიაც გამოვიდა. 

 

ლაშა ტალახაძემ ერთდროულად სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია – ახალი მსოფლიო რეკორდი

🇬🇪🔥 ტალახაძეეეეეეეეეე! 🇬🇪🥇 ლაშა ტალახაძე ატაცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა!🔥 220 კილოგრამი!

Gepostet von საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე am Freitag, 27. September 2019

 

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ატაცში ქართველმა ჩემპიონმა 220 კგ. დააფიქსირა და მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა. თუმცა, ეს ერთადერთი რეკორდი არ იყო, რომელიც ტალახაძემ აჩვენა. აკვრაში მან 264 კგ. დასძლია და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. საბოლოო ჯამში კი 2015, 2017 და 2018 წლებში და ახლა უკვე წლეულსაც ტალახაძე მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

26 სექტემბერს The Beatles-ის ლეგენდარული ალბომის, Abbey Road-ის გამოსვლის 50 წლისთავთან დაკავშირებით ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერაზე – Here Comes The Sun – ახალი ვიდეოკლიპი გამოვიდა.

წყარო: https://www.youtube.com

 

რუსეთში გადაუდებელი სიტუაციების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი სახლების აივნებზე მოწევა აიკრძალა

ახალი კანონით, “ღია ცეცხლი” აკრძალულია აივნებზე, ასევე საერთო საცხოვრებლებში და სასტუმროებში. აივნებზე ასევე აიკრძალა მწვადის შეწვა და სანთლების ანთება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქე ჯარიმის სახით 3 000 რუბლს ან მეტს გადაიხდის, რაც 47 დოლარის ეკვივალენტია.

წყარო: https://www.bbc.com/

 

Sex And The City-ის ვარსკვლავი სინტია ნიქსონი ტელეეკრანს უბრუნდება 

მსახიობი HBO-ს ახალ პროექტში The Gilded Age ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. სინტიასთან ერთად შოუში ვიხილავთ კრისტინ ბარანსკის და ამანდა პიტს.  სერიალის სიუჟეტი 1880-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება და მდიდარი ოჯახების ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. 

წყარო: https://deadline.com/

 

ამერიკულ ფეხბურთში აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის მთავარი ჰედლაინერები შაკირა და ჯენიფერ ლოპესი იქნებიან

მომღერლები მაყურებლის წინაშე 2 თებერვალს მაიამის Hard Rock-ის მოედანზე წარდგებიან. ეს იქნება პირველი შოუ, რომელსაც ორგანიზებას რეპერ Jay Z-ის კომპანია Roc Nation გაუწევს. ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული ღონისძიებაა. მის ფარგლებში გამართულ კონცერტს კი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებელი ჰყავს.  Super Bowl-ის შოუს ყველაზე მეტი მაყურებელი 2015 წელს ჰყავდა – მომღერალ კეტი პერის კონცერტს 120.7 მილიონმა ადამიანმა უყურა. 

წყარო: https://www.bbc.com

 

811 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.