fbpx

გაიცანით ქართველი გოგო, რომელიც Netflix-ში მუშაობს


გააზიარე სტატია

 

Netflix მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც უამრავ საინტერესო და ხარისხიან ფილმს, სერიალს და სატელევიზიო შოუს გვთავაზობს და რომელსაც მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

თუ ოდესმე გიოცნებიათ, რომ ამ გიგანტური კომპანიის ერთი პატარა ნაწილი თქვენც ყოფილიყავით, იცოდეთ, რომ თქვენი მიზანი რეალობადაც კი შეიძლება იქცეს, რადგან ამის ერთი სასიხარულო პრეცედენტი უკვე არსებობს.

დრეს ანი მაჭარაშვილს გაგაცნობთ, რომელიც უკვე Netflix-ის ამსტერდამის ოფისში, მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს.

კომპანიაში მისვლამდე ანიმ საკმაოდ რთული გზა გაიარა – ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მან ილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა. პარალელურად კი საგანმანათლებლო ცენტრში სასწავლო მრჩევლად მუშაობდა, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში ეხმარებოდა. ასევე, მეორე მაგისტრატურა დაამთავრა ჰააგის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც სტაბილური სამსახურის ძებნა დაიწყო.

რამდენიმე გასაუბრების შემდეგ ნეტფლიქსმა 1200 აპლიკანტიდან ის ამოარჩია, დასტური უთხრა და კონტრაქტიც ისეთი გამოუგზავნა, რომ ბევრი აღარ უყოყმანია.

“ნეტფლიქსის ამსტერდამის ოფისში, მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტი დამევალა, როგორც ფიზიკურ, ისე ბიზნეს პარტნიორებთან კომუნიკაცია, მათი შენარჩუნება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა, მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა და მიხარია, რომ 1200 აპლიკანტიდან არჩევანი ჩემზე გააკეთეს”, — ამბობს ანი At.ge-სთან საუბრისას.

ბოლოს კი იმასაც აღნიშნავს, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან მსოფლიოში ყველაზე დიდ ინტერნეტ-ტელევიზიის ქსელის გაუმჯობესებაში საკუთარ წვლილსაც შეიტანს და ამავდროულად კომპანია მას თვითგანვითარებაში დაეხმარება.

621 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.