fbpx

ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპები საქართველოდან – Nanalyze-ის მიხედვით


გააზიარე სტატია

პოტენციური ინვესტორებისთვის განკუთვნილმა საინფორმაციო რესურსმა Nanalyze-მა ამიერკავკასიის ქვეყნები მოინახულა და იქ განვითარებული მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სტარტაპების შესახებ თავის გვერდზე სტატია გამოაქვეყნა.

გთავაზობთ Nanalyze-ის აზრით ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სტარტაპებს საქართველოდან.

სტარტაპების დარგი საქართველოში 2016 წლიდან განვითარდა, როდესაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA-მ) სტარტაპების შეჯიბრის დასპონსორება გადაწყვიტა, რაც სილიკონის ველიდან ჩამოყვანილი ინვესტორის კონსულტაციით დაგვირგვინდებოდა. 

შეჯიბრში მონაწილეობა 40-50-მა სტარტაპმა მიიღო, მათგან ერთ-ერთი იყო Optio.ai. ის პირველი სტარტაპი გახდა, რომელიც Techstars აქსელერატორის პროგრამაში მიიღეს.

 

ბანკინგი საქართველოს ბანკებში

ყოფილმა კლასელებმა შოთა გიორგობიანმა და გიორგი მირზიკაშვილმა თავიანთი პირველი კომპანია – ვებ სტუდია – გაყიდეს და დააარსეს Optio.Ai. მათი თავდაპირველი პროდუქტი იყო ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჩეტბოტი პერსონალურ ფინანსებში, რომლის გარშემოც  ააგეს B2C “სასაუბრო ბანკინგის” პროდუქტი, რაც ინგლისურად და ქართულად მოლაპარაკე ჩეტბოტს გულისხმობს და საქართველოში მას მინიმუმ ერთი ბანკი იყენებს. ქართულად მოლაპარაკე ბუნებრივი ენის “პროცესინგის” კომპონენტი მათი შემოთავაზებული მეორე პროდუქტია. ხოლო მესამე, და სავარაუდოდ, ყველაზე შთამბეჭდავი, არის Optio Discovery, რომელიც “ქლაუდზეა” დაფუძნებული და იყენებს Natural Language Processing-ს (NLP) ტრანზაქციების კატეგორიზაციისთვის, რათა  ბანკებს შეეძლოთ ინფორმაციის მიღება თავიანთი კლიენტების ხარჯვითი ჩვევების შესახებ. დაბოლოს, მათი პროდუქტი Option Insight საშუალებას აძლევს ბანკებს, რომ შეადგინონ  კლიენტების წინასწარი ხარჯვითი სურათი სამომავლო ანალიზისთვის. საბოლოოდ კომპანია ფიქრობს თავისი პროდუქტი საქართველოს ფარგლებს გარეთ, ზოგადად, კავკასიის რეგიონის საბანკო სექტორსაც შესთავაზოს.

 

Click for company website

500 მილიონი გასაყიდი მანქანა

შემდეგი ქართული სტარტაპი, რომელსაც შევხვდით,  Shelf.Network-ია და მათი ისტორია 2015 წელს იწყება, როდესაც მისი დამფუძნებელი ლაშა ანთაძე უკრაინაში სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ქონების პრივატიზაციაზე მუშაობდა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით. 

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ განავითარა ტექნოლოგია, რომელიც ქსელური ვაჭრობის საშუალებას იძლეოდა – სხვა სიტყვებით, შესაძლებელი გახდა ერთი მოცემული უძრავი ქონებისთვის 100 ბროკერთან ერთდროული ვაჭრობა, ყველასთან თავ-თავიანთ ენაზე. ტექნოლოგიამ იმუშავა და 2017 წელს კომპანიამ თავისი გამოცდილება ავტომობილებით ვაჭრობაზე განავრცო (მანქანებით ვაჭრობა მსოფლიო ექსპორტირებული პროდუქციაში მესამე ადგილს იკავებს გადაუმუშავებელი და გადამუშავებული ნავთობპროდუქტების შემდეგ).

Shelf.Network საშუალებას აძლევს ავტომანქანებით მოვაჭრეებს თავიანთი სავაჭრო არხების მსოფლიო მასშტაბით გასავრცელებლად,  რასაც სხვა შემთხვევაში წლები დასჭირდებოდა. 2018 წელს კომპანიამ მიიღო დაფინანსება დონორებისგან, რომელთა შორის დიდი იაპონური საავტომობილო კომპანიაა და ამჟამად ჰყავს  ფასიანი კლიენტები ყველა ძირითად საავტომობილო ბაზარზე. ლიტვის, უკრაინისა და საქართველოს დილერებისთვის მათ 500 მილიონამდე ავტომობილის ონლაინ შეთავაზება შეუძლიათ.

 

ანტიბიოტიკების შემცვლელი

შესაძლოა არ იცოდე, რა არის ბაქტერიოფაგი, თუ საქართველოდან არ ხარ და ის შენთვის მშობლებს ბავშვობაში არ მოუციათ. საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ აფთიაქში თქვენ შეძლებთ ურეცეპტოდ შეიძინოთ ცხვირისა და ყელის ინფექციების სამკურნალო წამალი, რომელიც ბაქტერიოფაგების “კოქტეილისგან” შედგება. სიტყვა “ბაქტერიოფაგი” სინამდვილეში “ბაქტერიების მჭამელს” ნიშნავს და ეს რეალურად არის კარგი ვირუსი, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს. როდესაც ქლამიდი ანტიბიოტიკების მიმართ მედეგი ხდება, ბაქტერიოფაგის მაგვარი ტექნოლოგია ძალიან მოსახერხებელი შეიძლება გამოდგეს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ მიიღო მსოფლიო ბანკის გრანტი პრეპარატ PowerPhage-ის შესაქმნელად, რომელიც მესაქონლეობაში ანტიბიოტიკების მდგრადი ალტერნატივა შეიძლება გახდეს. 

საქართველო ბაქტერიოფაგის სამშობლოა და ჩვენ ბიოქიმფარმში ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელ რატი გოლიჯაშვილს შევხვდით. მან გვითხრა, რომ მის ოჯახს ამ ტექნოლოგიების შემუშავებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ისინი აწარმოებენ ბიზნესს, რომლის შემოსავლებიც ბოლო რვა წლის მონაცემებით საერთო წლიური ზრდის განაკვეთს (CAGR) – 26.75%-ს აჩვენებს. 

 

ჭკვიანი ბეჭდები

2015 წელს სამი სტუდენტის დაწყებული პროექტის შედეგად მივიღეთ აქსესუარი, რომელიც იმდენად დახვეწილია, რამდენადაც სასარგებლო. ქართულმა სტარტაპმა Cnick-მა მოიგო “სტარტაპ საქართველოს” 2016 წლის კონკურსი თავიანთი ხის ბეჭდით, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი შენაძენების საფასური გადაიხადოთ ყველგან, სადაც მასტერქარდს იღებენ (რაც საქართველოს ბიზნესის 95%-ია). კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დავით კვიციანი არ მალავდა თავის ენთუზიაზმს და სხვათა შორის ატარებდა თავის ხელს საკრედიტო ბარათის ტერმინალზე კაფეში, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და განვიხილავდით, თუ როგორ ედრება მისი კომპანია ისეთ კარგად დაფინანსებულ კონკურენტს, როგორიცაა ნიუ-იორკის Token (რომელსაც ბატარეა სჭირდება), ან სხვა “ჭკვიანი ბეჭდების” მთელ გროვას “ამაზონზე”, რომლებიდანაც ყველა  გამოსცადეს და ყველას აღმოაჩნდა დეფექტი მოხმარების სირთულისა და გამძლეობის თვალსაზრისით. ამჟამად Cnick ასრულებს საპილოტე პროგრამას “მასტერქარდთან” და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს უმსხვილეს ბანკთან. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი Cnick-ისთვის? სკანდინავია – რეგიონი, რომელიც აქცენტს უნაღდო ანგარიშსწორებაზე აკეთებს.

 

ორიგინალი: https://www.nanalyze.com/

1,451 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.