fbpx

ქართველ მწერალს ბექა ადამაშვილს ევროპის ლიტერაურული პრიზი გადასცეს


გააზიარე სტატია

 

ბექა ადამაშვილი პოპულარული ქართველი მწერალია, რომელმაც საზოგადოების ყურადღება პირველად 2014 წელს მიიპყრო, როდესაც თავისი სადებიუტო წიგნი “ბესტსელერი” გამოსცა. 

ქართველ მკითხველში არანაკლები პოპულარობით სარგებლობს მისი მეორე ნამშევარი “ამ რომანში ყველა კვდება”, რომელიც მან 2018 წელს გამოსცა და რომლის წარმატებაც უკვე ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ევროპელების გულიც მოიგო. ამ უკანასკნელისთვის ბექას ევროპის ლიტერატურული პრიზი გადასცეს. 

ევროკავშირის ლიტერატურულ პრიზს, რომელიც 2009 წლიდან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მწერლებს გადასცემენ, იმ ავტორთა პოპულარიზებას ემსახურება, რომლებმაც უკვე დაწერეს წიგნი, თუმცა, საკმარისი ცნობადობა ჯერ არ აქვთ. 

 

ქართველ მწერალთან ერთად, რომელმაც ჟიურის ყურადღება თავისი არაჩვეულებრივი და დახვეწილი იუმორის შეგრძნებით მიიპყრო, ირლანდიელი და იტალიელი ავტორებიც დააჯილდოვეს. 

წიგნის სათაური საკმაოდ დამაინტრიგებელია. ყდაზე გადასაფხეკი რგოლები კი პატარა ტექსტებს მალავენ, რომლებიც სხვა წიგნიდან შეიცავენ სპოილერებს – მარტივია, თუ ყველა წიგნი წაკითხული გაქვს, თვითშეფასება აგიმაღლდება და ამაყად დაიწყებ ბექას ახალი წიგნის კითხვას. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.