fbpx

აბრეშუმის გზის ვახშმის 7 საოცრება Hennessy X.O.-საგან


გააზიარე სტატია

 

Hennessy X.O.-მ ლეგენდარულ აბრეშუმის გზაზე დაბრუნება თბილისში, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლში“, ექსკლუზიური ვახშმით აღნიშნა. 

პროექტით – „ოდისეა აბრეშუმის გზაზე 2.0: Hennessy X.O.“ კონიაკის ლეგენდარულმა ბრენდმა კიდევ ერთხელ გაიაზრა მოგზაურობისა და აღმოჩენების იდეა და აბრეშუმის გზას დაადგა; გზას, რომელიც ყოველთვის იყო სიახლის გავრცელებისა და თავგადასავლების წყარო. 

ამჯერად მოგზაურობა კულინარიულ ხასიათის ატარებს და ერთმანეთს აბრეშუმის გზაზე სხვადასხვა კულინარიულ ტრადიციასა და განსხვავებული ეროვნების შეფ-მზარეულებს ახვედრებს. 

Hennessy X.O.-ის მენიუ, რომელიც  სტუმრებს მიშლენის მოწვეულმა ფრანგმა შეფმა ფანი რეიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ თეკუნა გაჩეჩილაძემ წარუდგინეს, მსოფლიოში სახელგანთქმული კონიაკის 7 სადეგუსტაციო ნოტით იყო შთაგონებული. 

„Hennessy X.O.-ის ყველა წვეთი ოდისეაა“  – ამ კონცეფციის თანახმად, 2017 წელს 7 ქვეყნის, 7 თანამედროვე არტისტისა და Hennessy X.O.-თი შთაგონებული მათი 7 ნამუშევრის აღმოსაჩენად შემოქმედებითი მოგზაურობა დაიწყო. 

2019 წელს Hennessy X.O. ლეგენდარულ აბრეშუმის გზას უნიკალური გასტრონომიული თავგადასავლისთვის დაუბრუნდა. Le Guide Michelin-ის კურატორობით, 7 შეფ-მზარეული აბრეშუმის გზაზე Hennessy X.O.-ის ოდისეას შეუერთდა მდიდარი და გასაოცარი კულტურული გამოცდილებებისათვის. 

 

 

საქართველოს უნიკალურობების აღმოჩენაში მიშლენის შეფ-მზარეულ ფანი რეის ქართველი შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე დაეხმარა. Hennessy X.O.-თი შთაგონებულმა მენიუმ ქართული გემოების დახვეწილი შტრიხები შეიძინა: გრილზე მომზადებული ბადრიჯანი, შეზავებული შავი ლიმონით და ნესვით; მწიფე პომიდორი ხმელთაშუა ზღვის წყალმცენარეებითა და შებოლილი როზმარინით. 

ვახშამზე პირველი ძირითადი კერძი იყო შავი ზღვის მგელთევზა ნიგვზის კროკეტით და ბროწეულის სოუსით, მეორე ძირითად კერძად სტუმრებს  შესთავაზეს ბატკანი კაპერსებით, ლიმონით, ანჩოუსებითა და კონცენტრირებული პიტნის წვენით. ყველის დაფა წარმოდგენილი იყო თხის ყველით ფერმენტირებულ ლეღვთან ერთად. წინასადესერტო ჩაროზად შეარჩიეს ორბელიანის კაკლუჭა – კარამელიზებული ნიგოზი ოქროს ფურცლით, ბოლო კერძად კი – მერენგი გაყინული ნუგით და მოცვით.

 

 

რა ტიპის გამოცდილებას ელოდებით „ჰენესის“ ამ პროექტისგან? 

ფანი რეი: ახალი კულტურების, ადამიანების, რეცეპტების, ტრადიციების, გემოების გაცნობა შთაგონების წყაროა. სწორედ ასეთი მოგზაურობები მაძლევს ახალ იდეებს ჩემი რესტორნებისთვის. 

ქართული სამზარეულოს ინტენსიური გემო საინტერესო, სტრუქტურული და რელიეფურია. მიყვარს ასეთი ცოცხალი გემოს შეგრძნება. ქართული სუფრა უხვია. ის თავის თავში არა მხოლოდ მზადების, არამედ გაზიარების ტრადიციასაც მოიცავს. სწორედ ეს ქმნის ქვეყნის იდენტობას.

თეკუნა გაჩეჩილაძე: კოლაბორაცია ყოველთვის ძალიან საინტერესოა – ახალი გემოები, ურთიერთობა, გამოცდილებაა. ქართული გემოს საფუძველი ნიგოზი, სუნელი და ნიორია. ძალიან საინტერესოდ დაინახა ეს ფრანგმა  შეფმა. 

 

რა  პრინციპებით ხელმძღვანელობთ სამზარეულოში?

ფანი რეი: მთავარია პასუხისმგებლობა. უდიდესი სიფრთხილით და პატივისცემით უნდა მივუდგეთ პროდუქტებს, სეზონურობას. წარმატების საფუძველი მაღალი ხარისხის პროდუქტია. ვიყენებ ძალიან ცოტა ცხოველურ ცხიმს, მარილს სიფრთხილით ვხმარობ, რომ პროდუქტის გემო არ გადაიფაროს. ასევე ფრთხილად ვარ შაქართან. სამზარეულო მსუბუქი და ნიუანსური გემოებით გაჯერებული უნდა იყოს. რესტორანში ახალი გამოცდილების მისაღებად მივდივართ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვჭამოთ. მიუხედავად საუკუნოვანი ტრადიციისა, ფრანგმა შეფებმა მსოფლიო მოიარეს ახალი ტექნიკების, მარინადის წესების, სეზონურობის პრინციპების შესასწავლად. ტრადიცია ფუნდამენტია, რომელსაც თანამედროვე გემო უნდა დაეყრდნოს. 

თეკუნა გაჩეჩილაძე: ეს არომატების პრინციპია, რომელიც ყველა სამზარეულოში ერთი და იგივეა. არსებობს გემოების საყრდენი ბაზა, რომელთა გამოყენების შედეგადაც ადამიანი აღიქვამს ამა თუ იმ კერძს, როგორც, მაგალითად, ქართულს ან ჩინურს. 

ნიგვზის, სუნელის, ნივრის კომბინაცია უტყუარად ქართულ გემოს ქმნის. გადავწყვიტე, რომ ახალი ქართული სამზარეულო ვაკეთო და შეიძლება ახალი ტექნიკა გამოვიყენო, ახალი პროდუქტები ვცადო, მაგრამ ამ გემოების პრინციპის დაცვით ქართულ ხასიათს ვინარჩუნებ. მინდა ქართული სამზარეულოს საზღვრები გავაფართოო, ინოვაციის გარეშე ტრადიცია კვდება. გვჭირდება ახალი ტექნიკა, ახალი იდეები, ცოდნის შეძენა.

რა როლს თამაშობს ალკოჰოლი კერძის მომზადებაში?

ფანი რეი: საფრანგეთში ალკოჰოლით კერძების მომზადების დიდი გამოცდილება გვაქვს. კონიაკი განსაკუთრებით უხდება ლანგუსტებს, ასთაკვებს. მისი ნაზი გემო საინტერესო ბაზას ქმნის ზღვის ამ პროდუქტებისთვის. კონიაკი X.O. სხვადასხვა კერძთან შეხებაში განსხვავებულ ეფექტს გვაძლევს. პროვანსში ხშირად ვიყენებთ აბსენტსაც. ალკოჰოლის ტიპის ცვლილებით თავად კერძიც მთლიანად იცვლება.

თეკუნა გაჩეჩილაძე: ხშირად ვიყენებ ალკოჰოლს სოუსების მომზადებისას. ყველამ იცის, რომ ჩაქაფულს თეთრი ღვინის გარეშე არ ექნება ის გამორჩეული გემო. ალკოჰოლი კერძს დახვეწილ პიკანტურობას ანიჭებს, გემო უფრო საინტერესო და ღრმა ხდება. კონიაკი ძალიან მომწონს ნანადირევთან, ფრინველთან ერთად. იხვის, ბატის ან მწყრისთვის სოუსს ხშირად ბრენდის მეშვეობით ვამზადებ.

გლობალიზაციისა და ტექნოლოგიების განვითარების წყალობით დაპატარავებულ პლანეტაზე კულინარიული სამყაროც შეუქცევადი ცვლილებების გზაზე დგას. გემოები და საკვების მომზადების ტექნოლოგიები წამიერადაა გაზიარებული, ენდემური პროდუქტები სხვა კულტურებისთვისაც ხდება ხელმისაწვდომი და საინტერესო. 

ავთენტური გემოს შენარჩუნება ახალი პროდუქტების გამოყენებით –  ასე ხედავენ კულინარიის მომავალს პროფესიონალები. კომპანია „ჰენესის“ პროექტი სწორედ ასეთ, კულტურათა გადაკვეთის გემრიელ გზაჯვარედინებს ქმნის აბრეშუმის გზაზე.

 

Hennessy-ს შესახებ

Maison Hennessy  – ჰენესის სახლი 250 წელზე მეტია კონიაკის წარმოებაში უპირობო ლიდერია მსოფლიოში. დამფუძნებლის, რიჩარდ ჰენესის სულისკვეთებით შექმნილი ბრენდი დღეს 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

საფრანგეთში, შარანტას რეგიონის შუაგულში დაფუძნებული Hennessy  ქვეყნის ეკონომიკის მტკიცე ქვაკუთხედიცაა. ჰენესის სახლის წარმატება და ხანგრძლივი ისტორია იმ კონიაკების სრულყოფილებითაა განპირობებული, რომელთაგანაც თითოეული თაობიდან თაობაზე გადაცემის უნიკალური პროცესით იქმნება.

ეს არის  ღვინის და ალკოჰოლური სასმელების პირველი სახლი, რომელიც ISO 14001 სერტიფიკატს ფლობს; Hennessy აერთიანებს ინოვაციის შესაძლებლობებსა და მისი ყველა პარტნიორის მხარდაჭერას, რათა ეს განსაკუთრებული პატივი დაიცვას.

როგორც LVMH ჯგუფის საგანძურს, Hennessy-ს საფრანგეთის საერთაშორისო ვაჭრობაში უდიდესი წვლილი შეაქვს, მისი პროდუქციის 99% ექსპორტზე იყიდება. 

 

883 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.