ჰააგის მთავარი სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები გაისმა
4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად „St . Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან კომპოზიტორის მიერ ფილმისათვის ” შერეკილები” შექმნილი მუსიკა და „ყვითელი ფოთლები“ შესრულდა.
ასევე, ჰააგის სამრეკლოს ზარებმა დაუკრეს ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქართული მუსიკალური ნაწარმოებები რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“. ქართული ჰანგების მოსმენა ჰააგის მაცხოვრებლებს 4 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შეეძლოთ.
ჰააგის უძველესი სამრეკლოდან გია ყანჩელის მუსიკა აჟღერდა
ჰააგის მთავარი სამრეკლოდან გია ყანჩელის ხსოვნის პატივსაცემად მისი უკვდავი მელოდიები გაისმა 💛🎶
Gepostet von AT.ge am Samstag, 5. Oktober 2019
ქართული კომპოზიციების ჰააგის მთავარ სამრეკლოში ცოცხლად შესრულების იდეის ავტორი ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძეა.