fbpx

სად და რა ვჭამოთ თბილისობაზე Glovo-სთან ერთად


გააზიარე სტატია

თუკი ჯერ კიდევ ფიქრობთ გახვიდეთ თუ არა თბილისობის დღესასწაულზე, დროა გადაწყვეტილება მიიღოთ, რადგან ქალაქის ცენტრში უგემრიელესი კერძები გელოდებათ.

5 და 6 ოქტომბერს Glovo-ს თქვენთვის განსაკუთრებული საჩუქარი აქვს. ორბელიანის მოედანზე, სადაც თბილისობის დღესასწაული იმართება, აუცილებლად შეამჩნევთ ყვითელ, ლამაზ სტენდებსა და უზარმაზარ ბუშტს. სწორედ ამ კუთხეში, Glovo-ს პარტნიორები გელოდებიან, რომლებიც მრავალფეროვან კერძებსა და სასმელებს წარმოგიდგენენ.

LRG მეგრულ სამზარეულოს შემოგთავაზებთ და ელარჯიზე, ღომზე, ხარჩოსა და სხვა პიკანტურ კერძებზე დაგპატიჟებთ.

იქვე გაგიმასპინძლდებიან სასმელების მწარმოებელი კომპანიების Wine Boutique და Wine Library-ის წარმომადგენლებიც და სხვადასხვა სახეობის ღვინისა და ჭაჭის დახმარებით სადღესასწაულო განწყობას აგიმაღლებენ.

ხოლო, ტკბილეულობისა და არომატული ყავის მოყვარულებს, რა თქმა უნდა, Coffee & Culture-ის დახლიც არ უნდა გამოგრჩეთ.

გლოვოს არც თვქენი პატარების გახარება დავიწყებია, რადგან, სპეციალურად მათთვის Maestro Gelato-ს კუთხე მოეწყობა, სადაც ბავშვებს უგემრიელესი ნაყინით, კრეპებითა და სლაშის სასმელებით გაუმასპინძლდებიან.

იქვე იქნება BullDog-ის ცხელ-ცხელი ჰოთდოგები და არგოს ცივი ლუდიც.

ამ კულინარიული მრავალფეროვნების ფონზე კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ლაღიძის წყლის გარეშე, თბილისობის დღესასწაული წარმოუდგენელია, რომელსაც ასევე გლოვოს კუთხეში შეხვდებით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.