fbpx

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭომ თბილისში ვიზიტორთა ცენტრი Azerbaijan.Travel გახსნა


გააზიარე სტატია

 

აზერბაიჯანში ტურიზმის განვითარების მხარდამჭერმა ეროვნულმა ორგანიზაციამ, აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭომ, დღეს თბილისის შუაგულში ვიზიტორთა ცენტრი Azerbaijan.Travel გახსნა. გახსნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ ტურიზმის სფეროს ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები, მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 

აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს უნიკალურ კონცეფციას, რამეთუ ის ხალხს საშუალებას აძლევს, გაეცნონ იმ მრავალფეროვან გამოცდილებებს, რომლებსაც მათ  აზერბაიჯანი სთავაზობს. 

საინფორმაციო სტენდებთან ერთად, ცენტრში განთავსდება ტურისტული სააგენტო, რომელიც ვიზიტორებს გააცნობს დეტალებს ტურებისა და მოგზაურობების შესახებ და მათ მისცემს აღნიშნული ღონისძიებების დაგეგმის საშუალებას

 

აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ფუად ნაღიევი:

„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს ის ღირებულებები, რომლებიც კარგ მეზობლებსა და მეგობრებს ერთმანეთთან აახლოებს. დღეს დილით ჩვენ შევხვდით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს. შეხვედრაზე  განვიხილეთ არაერთი საკითხი, მათ შორის ისეთი რეგიონული ტურების ორგანიზების საჭიროება, რომლებიც მოიცავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანს.”

 

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს გენერალური დირექტორი ფლორიან ზენგსტშმიდი:

„ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს და Azerbaijan.Travel-ის გახსნით  ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიმართ. აზერბაიჯანი ბევრი კუთხით იდეალური დესტინაციაა. ბაქო არის მდიდარი ქალაქი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, შესანიშნავი სატრანსპორტო სისტემებითა და გამოცდილებების მრავალფეროვნებით. აზერბაიჯანელები მოხარული იქნებიან, ქართველ სტუმრებს გაუზიარონ თავიანთი კულტურა, სამზარეულო და ქვეყანა.”

აზერბაიჯანში შემოსულ ვიზიტორთა 22%-ს სწორედ საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. თბილისიდან პირდაპირი რეისების, გაუმჯობესებული სარკინიგზო და საგზაო მარშრუტებისა და უვიზო მიმოსვლის კვალობაზე ეს მაჩვენებელი 2020 წელს, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. აზერბაიჯანი შეუერთდება იმ სახელმწიფოთა სიას, სადაც ტურიზმს მშპ-ში დიდი წილი უკავია. არსებული პროგნოზის თანახმად, შემდეგი 10 წლის განმავლობაში ეს წილი წელიწადში 6%-ს შეადგენს, რითაც აზერბაიჯანი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყანათა ოცეულში შედის. 

ყოველივე ზემოაღნიშნულს წინ უძღოდა აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს მარკეტინგული კამპანია სახელწოდებით  „შეხედეთ სხვა თვალით“, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის დამალული მარგალიტების აღმოჩენის წახალისებას და 2023 წლისთვის ტურისტთა არსებული ნაკადის გაორმაგებას. 

აზერბაიჯანი მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე. მას გააჩნია ცხრა კლიმატური ზონა, რის შედეგადაც ის მოგზაურებს მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომ ევროპულ გამოცდილებას სთავაზობს. 

დაწყებული ბაქოს თანამედროვე „ცეცხლოვანი კოშკებიდან“ და დამთავრებული მისი ძველი ქალაქით, რომელიც შეტანილია იუნესკო-ს სიაში, აზერბაიჯანის ღირსშესანიშნაობები მიმზიდველია ყველა ადამიანისთვის – როგორც ინდივიდუალური ტურისტებისთვის, ისე ჯგუფებისთვის. 

ქვეყნის ცხოვრება და ენერგია გადამდებია. მისი ბაზრებითა და ჯაზ-კლუბებით ბაქო წარმოადგენს იდეალური დანიშნულების ადგილს როგორც უკვე ჩამოყალიბებული ოჯახებისთვის, ისე თაფლობის თვის გასატარებლად და დაქორწინებისთვის.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს შესახებ:

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო არის ეროვნული პოპულარიზაციის ორგანო, რომელიც ექვემდებარება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს. მისი მთავარი ამოცანებია აზერბაიჯანში ტურიზმის ზრდის ხელშეწყობა და ქვეყნის მდიდარი კულტურისა და უძველესი მემკვიდრეობის აღმოჩენის წახალისება.

  •  დამატებითი ინფორმაციისთვის  ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://azerbaijan.travel/en/home
  • ან ინსტაგრამგვერდს: @ExperienceAzerbaijan.

 

717 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.