7 ოქტომბერი დილიდან
16-20 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება
2019 წელს საქართველოს ახალი სლოგანია Follow the Journey of Georgian Characters. ბაზრობაზე მისული უცხოელი დამთვალიერებელი საქართველოს აღმოჩენას სამ სხვადასხვა სივრცეში შეძლებს: საქართველოს ეროვნული სტენდი, გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი და Spend 4 Seasons in Georgia.
ბაზრობის მეორე დღეს საქართველოს ეროვნული სტენდი ტრადიციულად უმასპინძლებს საზეიმო მიღებას, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები და მსოფლიო საგამომცემლო სფეროს პროფესიონალები დაესწრებიან.
თბილისში ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება
თბილისის საკრებულო ახლახან გარდაცვლილი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სახელს ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს მიანიჭებს. “საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, გია ყანჩელის გარდაცვალებამ მთელ საქართველოს გული დასწყვიტა.
კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობისაა ის უკვდავი საგანძური, რომელიც გია ყანჩელმა დაგვიტოვა. ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს. თბილისის საკრებულო გამოდის ინიციატივით, თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს. ობიექტის შერჩევის და სახელდების პროცედურებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია კომპოზიტორის ოჯახისა და დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით განახორციელებს”, – აღნიშნულია საკრებულოს განცხადებაში.
დიმიტრი ცინცაძის ფილმი “შინდისი” ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ფილმი საქართველოს კინოცენტრმა ოსკარზე, საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად გაგზავნა. დიტო ცინცაძის ფილმი აგვისტომს ომზეა და შინდისის გმირებს ეძღვნებათ.
ვიდეო: https://www.youtube.com/
10-13 ოქტომბერს ბაკურიანი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს და საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს შესთავაზებს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს
ფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირველად ნახონ დიმიტრი მამულიას ფილმი “ბოროტმოქმედი”. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე ახლახან შედგა. კინოფორუმის პროგრამაშია დიმიტრი ცინცაძის ორი ახალი ნამუშევარი – საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე “შინდისი” და შანხაის კინოფესტივალის ტრიუმფატორი “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”. ბაკურიანში შედგება ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების – უტა ბერიასა და გიგა ლიკლიკაძის ფილმების პრემიერები, ასევე გაიმართება გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
წყარო: http://beta.gnfc.ge
ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ღვინის დღე აღნიშნეს.
ვაშინგტონელებმა #ქვევრი “გაიცნეს” – ღვინის დაყენების რვაათასწლოვანი ტრადიცია უკვე შტატების დედაქალაქშია!
Gepostet von ამერიკის ხმა am Freitag, 4. Oktober 2019
ამ დღესთან დაკავშირებით საელჩოს ეზოში სიმბოლურად ქვევრიც დადგეს. ქვევრთან საინფორმაციო დაფაც განთავსდა, რომელიც დაინტერესებულ გამვლელებს ქართული ღვინის უძველეს კულტურას გააცნობს.
წყარო: https://www.facebook.com/
რობერტ დე ნიროს ყოფილმა თანაშემწემ ჩეიზ რობინსონმა მსახიობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
რობინსონი დე ნიროს არაჯეროვან მოპყრობასა და გენდერულ დისკრიმინაციაში სდებს ბრალს. ქალი კომპენსაციის სახით 12 მილიონ დოლარს ითხოვს. რობინსონის თქმით, მსახიობი მას ტანსაცმელზე ღილებს აკვრევინებდა, ზურგს აფხანინებდა, დათქმულ დროზე გამღვიძებლად, თეთრეულის მრეცხავად და დამლაგებლადაც ამუშავებდა.
მსახიობის ადვოკატი ტომ ჰარვი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. ჩეიზი რობინსონს აქეთ ედავება იმაში, რომ მან კომპანიის თანხები არამიზნობრივად გაფლანგა. მათი თქმით, რობინსონი კომპანიის ბიუჯეტს ტაქსით მგზავრობაში, ძაღლის მოვლასა და ძვირად ღირებულ რესტორნებში სადილის დროს ხარჯავდა. გარდა ამისა, ყიდულობდა ლუი ვიტონის ჩანთებს და მეტიც, სამუშაო დროის დიდ ნაწილს კორპორაციული ანგარიშით Netflix-ის სერიალების ყურებას უთმობდა.
წყარო: https://www.foxbusiness.com/