fbpx

Fatboy Slim-მა გრეტა თანბერგის გაეროში წარმოთქმული სიტყვა თავის ლაივში გამიქსა


გააზიარე სტატია

ავტორი: ნადინე დენინო

 

გრეტა თანბერგის პირველი რეივიც შედგა – Fatboy Slim-მა გამოუშვა თავისი 20 წლის წინანდელი კლუბური ჰიტის რემიქსი, რომელშიც 16 წლის გრეტა თანბერგის გაეროში წარმოთქმული შთამბეჭდავი გამოსვლის  ფრაგმენტებს იყენებს. 

ინგლისში, გეიტსჰედის შოუზე, Fatboy Slim-მა 1998 წლის ლეგენდარული ტრეკი –  Right Here, Right Now წარმოადგინა, სადაც გრეტა თანბერგის ხმაა დამატებული.

Fatboy Slim-ის ერთ-ერთმა ფანმა შოუს ამსახველი ვიდეო ტვიტერზე გააზიარა, სადაც ჩანს მაყურებლის რეაქცია თანბერგის ხმის გაგონების შემდეგ. 

ბრიტანელი მუსიკოსის მიქსი იხსნება შვედი თინეიჯერი გოგონას გაეროს სამიტის სიტყვებით, სადაც თანბერგი Fatboy Slim-თან ერთად “იმეორებს” სიმღერის ძველ სატიტულო რეფრენს – Right here! Right now!

“ახლა და ამწუთას ჩვენ ვავლებთ ხაზს”, – თქვა თანბერგმა სექტემბრის მიმართვისას. “მსოფლიო იღვიძებს. ცვლილებები მოდის, მოგწონთ თქვენ ეს თუ არა.”

The Kiffness-ის მუსიკოსმა დევიდ სკოტმა  Fatboy Slim-ის სიმღერასთან გრეტა თანბერგის გამოსვლა სექტემბრის ბოლოს გააერთიანა. Fatboy Slim-მა კი მიქსი ორი დღის შემდეგ  თავის ფეისბუკზე გადაპოსტა

Fatboy Slim-ის ფანებმა რემიქსი მისივე ფეისბუკის გვერდზე “შედევრად” მონათლეს და დიჯეის მისი რელიზად გამოცემისკენ მოუწოდეს, რომლის შემოსავალიც შეიძლება ქველმოქმედებას მოხმარდეს. 

თავად თანბერგს რემიქსზე თავისი კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა უფრო ადრე მან მოიწონა თავისივე სიტყვის რემიქსი death metal-ის ჟანრში

ორიგინალი: https://nypost.com/


რეკომენდებული სტატიები
მოსაზრება: ”ვის ეშინია გრეტა თუნბერგის” — ანა ძიაპშიპა

მოსაზრება: ”ვის ეშინია გრეტა თუნბერგის” — ანა ძიაპშიპა

მოსაზრება: ”ვის ეშინია გრეტა თუნბერგის” — ანა ძიაპშიპა
“გრეტა თუნბერგს ჩვენი გამოფხიზლება უნდა და ამას ყველა მეცნიერზე და ორგანიზაციაზე მეტად მიაღწია, რადგან რამდენიმე დღეა მხოლოდ მასზე და მისი გავლით, კლიმატის ცვლილებაზე ვლაპარაკობთ.”
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.