fbpx

ნობელის პრემიას ლიტერატურის დარგში წელს არა ერთ, არამედ ორ ავტორს გადასცემენ


გააზიარე სტატია

 

დღეს, 10 ოქტომბერს ნობელის პრემიის კომისია იმ ავტორებს დაასახელებს, რომლებსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცემათ. 

როგორც წესი, პრიზს ერთ ავტორს გადასცემენ ხოლმე, თუმცა, გასულ წელს სექსუალური შევიწროვების სკანდალის გამო, პრიზი არავის ერგო. 

დაჯილდოების კომიტეტის ხელმძღვანელი კი დარწმუნებულია, რომ წელს არც მამაკაც ავტორებზე ორიენტირებული და არც ევროცენტრული მიდგომებით მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდება, რაც გასულ წლებში სერიოზული კრიტიკის საგანი იყო ხოლმე. 

გარდა სექსუალური შევიწროების სკანდალისა, გასულ წელს კომიტეტში ფინანსური გადაცდომებიც გამოვლინდა, რამაც შვედეთის აკადემიაში არაერთი საკადრო ცვლილება გამოიწვია — ჟან კლოდ არნო, რომლის ცოლიც ასევე აკადემიის წევრი იყო და რომელიც გასულ იანვარს გაუშვეს, 2018 წლის ოქტომბერში გაუპატიურების საქმეზე დაიჭირეს და ორი წლით დააპატიმრეს. 

აკადემია იმედოვნებს, რომ მათი გადაწყვეტილება სრულიად ლიტერატურული სამყაროსთვის მისაღები იქნება და პრიზი (740 ათასი ევრო)  ისეთ ავტორს გადაეცემა, რომელიც ალფრედ ნობელის სიტყვებს “ყველაზე გამორჩეული ნაშრომი, იდეალური მიმართულებით” გაამართლებს. 

აკადემიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი გამარჯვებული კაზუო იშიგურო და ბობ დილანი იყვნენ, ხოლო ნობელის 114 ლაურეატიდან მხოლოდ 14 ქალია, დიდი შანსია, რომ პრიზები წელს ქალ ავტორებს გადასცენ. 

ფავორიტობეს  შორის წელს სწორედ რამდენიმე ქალი ავტორი მოხვდა — რუსი მწერალი ლუდმილა ულიცკაია, ფრანგი ავტორი მარის კანდე ან The Handmaid’s Tale-ის ავტორი მარგარეტ ეტვუდი დიდი შანსია, რომ გამარჯვებულთა შორის აღმოჩდნენ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.