fbpx

YouTube პოლიტიკოსებს 2020 წლის არჩევნებისთვის სარეკლამო სივრცეების დაჯავშნას სთავაზობს


გააზიარე სტატია

YouTube პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევს, განსაკუთრებული სარეკლამო სივრცეები შეიძინონ: ამით მათ შესაძლებლობა ექნებათ საარჩევნო კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ამომრჩევლებამდე სასურველი მესიჯები მიიტანონ.

The Verge იუწყება, რომ იუთუბის ახალი ინსტრუმენტი, სახელწოდებით “მყისიერი ჯავშანი/Instant Reserve”, Google Ads-ში პოლიტიკოსებითვის 15 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. მანამდე კი, მას მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა რეკლამის სპეციალისტები ტესტავენ. ამ სიახლის მთავარი მიზანი ის არის, რომ მარკეტერებმა შეძლონ კამპანიების დაგეგმვა ფიქსირებული ბიუჯეტით და  მის დაწყებამდე, წინასწარ განსაზღვრონ მიღწევადობის მაჩვენებელი (Reach).

არაერთი წამყვანი პოლიტიკოსი, მათ შორის დონალდ ტრამპი, გუგლის პლატფორმაზე რეკლამაში დაახლოებით 21,8$ მილიონს ხარჯავს. Google-სთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, შესაბამისად, მის მფლობელობაში მყოფ YouTube-ზე სარეკლამო სივრცეების გამოყოფა ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რომელიც მომგებიანი იქნება არა მარტო კომპანიისთვის, არამედ პოლიტიკოსებისთვისაც.

ეს თანხა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ის, რასაც პოლიტიკოსები Facebook-ის რეკლამებზე ხარჯავენ, რომელიც ჯამში 43,5$ მილიონს შეადგენს. YouTube-ს მეშვეობით, პოლიტიკოსებს შეეძლებათ ნახონ, სად განთავსდება მათი რეკლამა, ამასთანავე, განსაზღვრონ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორია. როგორც ჩანს, გუგლი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ფეისბუქს ამ სიახლით.  გავრცელებული ინფორმაციით, გუგლმა 2018 წლის შუალედურ არჩევნებამდე  “დიდი მყიდველების” ჯგუფებს კვლევის მონაცემებიც კი გაუზიარა, რომელშიც  იდენტიფიცირებულია ადამიანთა ის კატეგორია, რომლებიც პოტენციურ ამომრჩევნებად შეიძლება ჩაითვალონ Youtube-ზე ნანახი ვიდეოებიდან გამომდინარე.

YouTube-მ ცოტა ხნის წინ შემოიტანა რეკლამირების კიდევ ერთი ახალი ფორმა მათთვის, ვინც კომპანიის სატელევიზიო აპლიკაციას იყენებს. გიგანტური სარეკლამო ადგილები, რომელიც კომპანიის მთავარი გვერდიდან ჩანს, მომხმარებლების ტელევიზორებში აღმოჩნდება. ამ პლატფორმაზე ხელმისაწვდომობაც, საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს, საკმაოდ მომგებიანი იქნება პოლიტიკოსებისთვის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.