fbpx

15 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ბუკერის პრემიის დაჯილდოებაზე 2019 წლის საუკეთესო რომანები გამოავლინეს.

Image result for Booker Prize: Margaret Atwood and Bernardine Evaristo share awardმათ შორის მოხვდა მარგარეტ ეტვუდიც ახალი წიგნით The Testaments. პრემია ასევე გადაეცა მწერალ ბერნარდინ ევარისტოს წიგნისთვის Girl, Woman, Other.

წყარო: https://www.bbc.com/

 

მილანში, ლა სკალას ოპერის თეატრის სცენაზე ვახტანგ კახიძე საკუთარი ნაწარმოებით წარდგება.

ლა სკალას თეატრის კამერული ორკესტრი შეასრულებს კახიძის ნაწარმოებს ალტის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის.

 

 

ნახეთ: გოგა ბითაძე ინდიანას გულშემატკივრებისთვის მარიოს ფორმაში გამოეწყო და იმღერა.

მარიოს კოსტიუმში გამოწყობილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა  ქომაგებისთვის კრისტინა აგილერას ცნობილი სიმღერა Genie In a Bottle შეასრულა.

წყარო: https://twitter.com/

 

ფრანგი პროდიუსერი ოლივიე კატერინი თბილისშია და ანიმაციური პროექტის განვითარების ტრენინგს უძღვება.

ფრანგი პროდიუსერი ოლივიე კატერინი უკვე თბილისშია და ანიმაციური პროექტის განვითარების ტრენინგს უძღვება.ტრენინგის…

Gepostet von GNFC – Georgian National Film Center am Montag, 14. Oktober 2019

ტრენინგის ორგანიზატორები არიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, კინოცენტრი „ქართული ფილმი-აფხაზეთი”, საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა“ და სტუდია “კვალი XXI”.

ფოტო: https://www.facebook.com/

 

19-26 ოქტომბერს ესპანეთში ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება

 

ქართული ფოკუსის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნილი 20-ზე მეტი ქართული ფილმი, მათ შორის:

  1. ოთარ იოსელიანის „შანტრაბა“
  2. ზაზა ურუშაძის „მანდარინები“
  3. გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“
  4. ნანა ექვთიმიშვილის „გრძელი, ნათელი დღეები“
  5. რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“
  6. მარიამ ხაჭვანის „დედე“
  7. ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“
  8. ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“
  9. თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“
  10. ქეთი მაჭავარიანის „მარილივით თეთრი“
  11. რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“
  12. ანა ურუშაძის „საშიში დედა“
  13. თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“
  14. ლევან კოღუაშვილის „გოგიტას ახალი ცხოვრება“
  15. ნუცა ალექსი-მესხიშვილის „ფელიჩიტა“
  16. რატი ონელის „მზის ქალაქი“
  17. ზაზა ხალვაშის „ნამე“
  18. თორნიკე ბზიავას „აპრილის სუსხი“
  19. ნანა ექვთიმიშვილის „დედა“
  20. რატი წითელაძის „სოციუმის პატიმარი“
  21. რატი წითელაძის „დედა“
  22. ანა სარუხანოვას „დღის ბოლომდე“

აღსანიშნავია, რომ ვალიადოლიდის კინოფესტივალზე აჩვენებენ კოტე მიქაბერიძის 1929 წელს გადაღებულ ფილმს „ჩემი ბებია“, რომელსაც მუსიკალურად რეზო კიკნაძის ტრიო გააფორმებს.

ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

წყარო: http://beta.gnfc.ge/

 

ევროპული კინოს განვითარების ცენტრის მიერ არაბულ კინოცენტრთან თანამშრომლობით შერჩეულ 24 საუკეთესო ფილმს შორის “შინდისი” და ასევე And Then We Danced მოხვდა 

ამ 24 ფილმიდან საუკეთესოს კი Arab Critics Award-ის პრიზით დაჯილდოებენ. შერჩეულ ფილმებს არაბული სამყაროს კინოკრიტიკოსები ნახავენ და მათგან ერთ საუკეთესო ევროპულ ფილმს გამოავლენენ. დაჯილდოება კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება, რომელიც წელს 20-29 ნოემბერს ჩატარდება.

წყარო: https://www.efp-online.com/

 

გალ გადოტი ჰოლოკოსტზე გადაღებულ ფილმში პოლონელი მედდის როლს შეასრულებს.

Gal Gadot

ირენა სენდლერი პოლონელი მედდა იყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნამდვილი სასწაული ჩაიდინა და 2500 ებრაელ ბავშვს ყალბი პასპორტები დაუმზადა. ამის გამო ის 1943 წელს დააპატიმრეს და აწამეს, თუმცა სენდლერმა მაინც არ გასცა ინფორმაცია იმის შესახებ, სად იყვნენ ბავშვები.

წყარო: https://variety.com/

 


რეკომენდებული სტატიები
14 ოქტომბერი დილიდან

14 ოქტომბერი დილიდან

14 ოქტომბერი დილიდან
გუშინ, 13 ოქტომბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი რეჟისორი, არაერთი საინტერესო ფილმის ავტორი მიხეილ კობახიძე. 
Facebook კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა: რის გამო უჩივლეს გიგანტ სოციალურ ქსელს?

Facebook კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა: რის გამო უჩივლეს გიგანტ სოციალურ ქსელს?

Facebook კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა: რის გამო უჩივლეს გიგანტ სოციალურ ქსელს?
Facebook-ის ახალ პროექტს, სახელწოდებით "Calibra", კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა: მობაილ ბანკის აპლიკაცია "Current" სოციალურ ქსელს მათი მსგავსი ლოგოს  შექმნის გამო უჩივის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.