fbpx

16 ოქტომბერი დილიდან


გააზიარე სტატია

ოკეანისა და სანაპიროების დაბინძურებასთან გასამკლავებლად კოკა-კოლამ პირველი გადამუშავებული ბოთლი წარადგინა

შეფუთვა ხმელთაშუა ზღვასა და მის პლიაჟებზე შეგროვილი პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებით მიიღეს. ექსპერიმენტის მიზანია დაამტკიცოს, რომ დაბალხარისხიანი ნარჩენებისგან მაღალხარისხიანი შესაფუთი მასალის მიღება შეიძლება საკვები პროდუქტებისა და სასმელებისათვის. კოკა-კოლამ სხვადასხვა ტექნოლოგია გამოიყენა, რათა ახალი შეფუთვა სრულიად უვნებელი ყოფილიყო. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

დისნეიმ  “ლედი და მაწანწალას” ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმი 1955 წელს გადაღებული ანიმაციური სურათის ადაპტაციაა. მაწანწალას ჯასტინ ტერუ, ხოლო ლედის ტესა ტომპსონი ახმოვანებს. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნახეთ The Marvelous Mrs. Maisel-ის მესამე სეზონის ტრეილერი.

სამი ოქროს გლობუსისა და 16 ემის მფლობელი სატელევიზიო შოუ მესამე სეზონით ერთგულ ფანებს 6 დეკემბერს დაუბრუნდება.

წყარო: https://www.youtube.com

 

ახალ ბეტმენში ქალი-კატას როლს Big Little Lies-ის ვარსკვლავი ზოი კრავიცი შეასრულებს.

Zoe Kravitz, The Batman, Catwoman

ფილმში ბეტმენის როლს “ბინდის საგის” ვარსკვლავი რობერტ პატინსონი ასრულებს, ხოლო ერთ-ერთი უარყოფითი პერსონაჟის როლში ჯონა ჰილი მოგვევლინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის პრემიერა 2021 წელს შედგება. 

წყარო: https://www.joblo.com

 

19 ოქტომბერს სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

Image may contain: text

ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდება. სტუმრები ყველა სახეობის უგემრიელეს ხაჭაპურს დააგემოვნებენ და ცნობილი შეფმზარეულების მასტერ-კლასებს დაესწრებიან. ფესტივალზე ხაჭაპურის კონკურსი გაიმართება, სადაც გამარჯვებულებს სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საკუთარ კინობიბლიოთეკას აფუძნებს.

ბიბლიოთეკა გააერთიანებს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გამოცემულ კინოლიტერატურას, ასევე კინემატოგრაფიის შესახებ ქართულ და საქართველოში უცხო ენაზე გამოსულ წიგნებს. 

წყარო: http://beta.gnfc.ge/

 

Bombshell-ის ტრეილერი გამოვიდა.

ფილმში მთავარ როლებს შარლიზ ტერონი, ნიკოლ კიდმანი და მარგო რობი ასრულებენ. ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება და ტელეარხ Fox-ში განვითარებულ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ისტორიაზე მოგვითხრობს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.