fbpx

კორბუზიეს ფოტოსესია ვილი რიცოს ფოტოარქივიდან


გააზიარე სტატია

 

ცნობილმა ფოტოგრაფმა ვილი რიცომ (Willy Rizzo), რომელსაც მერლინ მონრო და უინსტონ ჩერჩილი ჰყავს გადაღებული, 1953 წელს გადაიღო ასევე რამდენიმე უნიკალური დოკუმენტური ფოტოსერია ლეგენდარული არქიტექტორის, ლე კორბუზიეს მონაწილეობით.

 

 

გადაღებები მიმდინარეობდა პარიზში, სახელოსნოში, მისამართზე rue de Sèvres, 35 და ლე კორბუზიეს ბინა-სტუდიაში (24 rue Nungesser et Coli). ეს ლე კორბუზიეს ერთადერთი პროფესიონალური ფოტოსესიაა, რომელიც ბევრი ფერადი კადრისგან შედგება. ესაა ნაკლებად ცნობილი გადაღებების კადრები, რომლებსაც იშვიათად თუ აქვეყნებდნენ. 

 

 

ლე კორბუზიეს მოთხოვნით თითოეული გამოსახულება მის სურათებსა და ნახატებსაც შეიცავდა. რიცომ ამ ყველაფერს დაამატა დრამატული პერსპექტივები და როგორც ჩანს, უნდოდა დავერწმუნებინეთ, რომ ის მხოლოდ მაყურებელია და უბრალოდ აფიქსირებს 66 წლის კორბიუს ერთ ჩვეულებრივ დღეს.

 

 

სახლიდან ისინი ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გადაინაცვლებენ, სადაც კორბუზიეს გამოფენა სახელწოდებით “ლე კორბუზიე: სახვითი ხელოვნება” იყო გამოფენილი. ამის შემდეგ ფოტოები უფრო სპონტანური ხდება – როგორც ჩანს, ცნობილმა ფოტოგრაფმა და სახელგანთქმულმა არქიტექტორმა ერთმანეთი უკეთ გაიცნეს.

 

 

ამ დღეს გადაღებული გამოსახულებების ნაწილი გამოქვეყნდა Paris Match-ში, სადაც ვილი რიცო ომის შემდეგ აქტიურად  თანამშრომლობდა. ისინი ჟურნალის 1954 წლის 30 იანვრის 253-ე გამოცემაში შევიდა, როგორც ილუსტრაცია მორის რიდიკის სტატიისთვის “ჩაობებული გენიოსი, ჩვენი ბედნიერების არქიტექტორი, ქალაქის მომავლის ნათელმხილველი: ლე კორბუზიე”.

 

 

ნეაპოლელმა ვილი რიცომ ხანგრძლივი ცხოვრებით იცხოვრა (1928-2013). ის არა მხოლოდ ვარსკვლავების ფოტოგრაფი იყო, რომელიც მათ  დაჯღანული სახეების მიღებას აიძულებდა და თავისუფლად მართავდა ობიექტივის წინ, არამედ იღებდა ნიურენბერგის პროცესსაც, ომს ჩრდილოეთ აფრიკაში და ბალეტის მოცეკვავეებსაც კი.

 

 

რიცო ბევრს მუშაობდა ჟურნალებისთვის, მათ შორის ამერიკულ, იტალიურ და ფრანგულ გამოცემებთან –  Vogue-სთან, Marie-Claire-სა და Mademoiselles-თან. მაგრამ მის ბიოგრაფიაში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სილამაზის დამფასებელი ვილი რიცო დაოსტატებული ავეჯის დიზაინერიც გახლდათ. 

 

 

ორიგინალი: https://www.interior.ru/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.