fbpx

ბრაზილიაში მძარცველმა მოხუც ბებოს ფული არ გამოართვა და შუბლზე აკოცა


გააზიარე სტატია

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ამარანტეში, შეიარაღებულ მძარცველებს მოხუცმა ქალმა ფული გაუწოდა, თუმცა თავდამსხმელმა უთხრა, რომ მისი ფული არ იყო საჭირო და ბებოს შუბლზე აკოცა.

VIDEO

მაღაზიის ვიდეოკამერამ დააფიქსირა მძარცველისა და მოხუცი ქალის ლაპარაკი, როცა პარალელურად მეორე თავდამსხმელი სალაროდან ფულს იღებდა.

მაღაზიის მფლობელის განცხადებით, მძარცველები მაღაზიაში შემოვიდნენ და მთელი ფული მოითხოვეს. როცა იქ მყოფმა მოხუცმა ქალმა მათ თავისი ფულიც შესთავაზა, ერთ-ერთმა მძარცველმა მას უთხრა: “არ ინერვიულოთ ქალბატონო, მე თქვენი ფული არ მინდა.”

მძარცველებმა მაღაზიიდან 240 დოლარი წაიღეს.

ორიგინალი: https://www.dailymail.co.uk/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.