fbpx

18 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

Liparteliani – Hakamata

ეთერ ლიპარტელიანის იპონი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონელ ძიუდოისტთან

Gepostet von Georgian Judo Federation – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია am Donnerstag, 17. Oktober 2019

 

ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -57კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი “იცი, დედა, სად ვიყავი?” ოსკარზე, საუკეთესო ანიმაციური ფილმების ნომინაციაზე მოსახვედრად იბრძოლებს.

ამ კატეგორიაში სულ 32 სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია, საბოლოო ნომინანტთა სია კი 2020 წლის 13 იანვარს გახდება ცნობილი. 

წყარო: https://www.oscars.org/

 

Big Little Lies-ის შემდეგ ნიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ

Alexander Skarsgard, Nicole Kidman. Alexander Skarsgard, left, and Nicole Kidman pose in the press room with their awards for outstanding lead actor and lead actress in a limited series or a movie for "Big Little Lies" at the 69th Primetime Emmy Awards, at the Microsoft Theater in Los Angeles2017 Primetime Emmy Awards - Press Room, Los Angeles, USA - 17 Sep 2017

The Witch-ისა და The Lighthouse-ის რეჟისორი რობერტ ეჯერსი ახალ ფილმს – The Northman-ს იღებს. სიუჟეტი მეათე საუკუნის ისლანდიაში განვითარდება. ნიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი კი ამჯერად ვიკინგების როლში მოგვევლინებიან.

წყარო: https://variety.com/

 

Chanel-მა ანიმაციური ფილმების სერიის გამოუშვა.

Inside Chanel-ის  26 ეპიზოდი სახელწოდებით Masculine as her muse იმ კაცების შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც კოკო შანელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონიეს.

წყარო: https://www.youtube.com

 

19 ოქტომბერს ქარვასლაში გამოფენა Nasasjón გაიხსნება

No photo description available.

გამოფენაში მონაწილეობს ექვსი ისლანდიელი მხატვარი – ინგოლფურ არნარსონი, ივარ ვალგარდსონი, კრისტინ გ. ჰარდარსონი, სოლვეიგ ადალსტეინსდოტირი, რადჰილდურ ინგადოტირი და თიუმი მაგნუსონი. 

გამოფენა მომზადდა გალერეა Olschewski & Behm-ისთვის და გაიმართა 2011 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც ისლანდია საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.