fbpx

9 საიტი მათთვის, ვისაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს


გააზიარე სტატია

წიგნისა და ლიტერატურის ყველა მოყვარულმა იცის, რომ ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა ამ სფეროში სიახლეების გასაცნობად. თუ თქვენ ყოველდღიურად საინტერესო სტატიების, ბლოგებისა და წიგნების მიმოხილვების ძიებას და კითხვას უთმობთ დროს, ეს სტატია ძალიან დაგეხმარებათ ინტერესის სფეროს გაფართოებაში.

ციფრული სამყარო კითხვის მოყვარულებს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. არც მეტი, არც ნაკლები, აქ შესაძლებელია თქვენს საყვარელ ავტორებთანაც კი გააბათ საუბარი და თქვენი მოსაზრებები გაუზიაროთ.

წარმოდიგდენთ 9 საიტს, რომელზეც ლიტერატურის მოყვარულებს შთამბეჭდავი კონტენტის აღმოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ.

 

1. Electric Literature

სიაში პირველ ადგილს ელექტრიკ ლიტერატურა იკავებს. როგორც ამბობენ, ეს პლატფორმა წიგნების მოყვარულთა საოცნებო ადგილს მოგაგონებთ. ლიტერატურული კრიტიკა, მხიარული ინფოგრაფიკები, ინტერვიუები და ა.შ. ერთი სიტყვით, აქ ყოველთვის საინტერესო და განახლებადი კონტენტია. ყველა სიკეთესთან ერთად კი, “ელექტრიკ ლიტერატურა” კონტრიბუტორებს კონტენტის შექმნის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს. ასე რომ, შეგიძლიათ იკითხოთ, წეროთ და საამისოდ ანაზღაურებაც მიიღოთ.

 

2. Goodreads

Goodreads ლიტერატურის მოყვარულებისთვის საქართველოშიც კარგად ცნობილი სოციალური ქსელია. მომხმარებელს შეუძლია ვირტუალური თაროები შექმნას, გადაანაწილოს წასაკითხი და წაუკითხავი წიგნები, გაეცნოს კრიტიკასა და მკითხველების მოსაზრებებს. ამასთან ერთად, შეაფასოს ნაშრომები, გაუწიოს მათ რეკომენდაციები და მრავალი სხვა. Goodreads კარგია მათთვის, ვისაც წასაკითხად წიგნის შერჩევა უნდა, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ რეკომედაციებში ხშირად სპოილერები იმალება.

 

3. Literary Hub

ლიტერატურული ჰაბი მომხმარებელს ყოველდღიურად განახლებულ კონტენტს სთავაზობს ყველა ტიპის ლიტერატურისა და გამომცემლობის შესახებ. მომხმარებელი აქ ყოველთვის ნახავს მიმდინარე სიახლეებს ლიტერატურის შესახებ.

 

4. Book Riot

ბუქ რაიოტი კარგი საშუალებაა ახალი წიგნების, სტატიების და პოდკასტების აღმოსაჩენად. მარტივად არის შესაძლებელი სიახლეების გამოწერა და მუდმივად თვალის დევნება.

 

5. Catapult

კალაპულტი შედარებით ახალი პლატფორმაა, რომელიც ესეებსა და მოკლე ისტორიებს სთავაზობს მკითხველს. რაც მთავარია, კონტენტი ყოველდღიურად განახლებადია, ამიტომაც მკითხველს მოწყენა არ ემუქრება. კიდევ ერთი საინტერესო მხარე კატაპულტის მიერ შემოთავაზებული ვორქშოპებია, რომლებსაც ცნობილი  და ამავდროულად შესაძლოა თქვენი საყვარელი ავტორები უძღვებიან. ასე რომ, შეგიძლიათ წინასწარ დაორგანიზებულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოემზადოთ და თან, მოგზაურობაც გამოგივათ.

 

6. Slaughterhouse 90210

Slaughterhouse 90210 ადგილია, სადაც პოპკულტურა და ლიტერატურა ერთიანდება.  Tumblr-ის ამ ბლოგზე მკითხველი ნამდვილად გაერთობა. ლიტერატურული ნაწარმოებებიდან შეგროვებული სხვადასხვა ფრაზა მორგებულია თანამედროვე ფილმების სცენებს, რაც ხშირად ნამდვილად სახალისო კონტენტს ქმნის.

 

7. The Rumpus

წიგნების მიმოხილვები, ინტერვიუები, მოსაზრებები – ამ ყველაფერს Rumpus-ზე ნახავთ. აქ წაიკითხავთ თანამედროვე ცნობილი ამერიკელი ავტორების მიერ მუდმივად განახლებად კონტენტს. Rumpus ნამდვილად კარგი საშუალებაა დროის გასაყვანად და სასარგებლო ინფორმაციის მისაღებადაც.

 

 8. Vol. 1 Brooklyn

ყოველდღიური სიახლეები ლიტერატურის შესახებ, ყოველკვირეული სტატიები და უამრავი ესსე. Vol. 1 Brooklyn კარგი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც ყოველდღიური საფიქრალისგან გათავისუფლება და ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობა უნდა. ხოლო თუ ნიუ-იორკში აღმოჩნდებით, ამ საიტის შესახებ გაიხსენეთ, რადგან შესაძლებლობა გექნებათ საინტერესო ღონისძიებებს დაესწროთ.

 

9. Cover Spy

ეს ბლოგი საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ლიტერატურას, რომელსაც ადამიანები საზოგადოებრივ ტრანსპორტში კითხულობენ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, აღმოაჩენთ ახალ საინტერესო წიგნებსა და ავტორებს.

9,256 total views, 7 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.