fbpx

21 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

#მალე გიგა ლიკლიკაძის ფილმი "ღორი" 📽

#მალე გიგა ლიკლიკაძის ფილმი "ღორი" 📽

Gepostet von GNFC – Georgian National Film Center am Freitag, 22. Februar 2019

ფილმი “ღორი” ფესტივალის მთავარ კონკურსში იქნება წარმოდგენილი.

ვიდეო: https://www.facebook.com/

 

უტა ბერიას “უარყოფით რიცხვებს” საფრანგეთსა და იტალიაში ნახავენ.

#მალე უტა ბერიას ფილმი "უარყოფითი რიცხვები’’

🎥 #მალე არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება რეალურ ამბებზე დაფუძნებულ ფილმში ‘’უარყოფითი რიცხვები’’ 👇

Gepostet von GNFC – Georgian National Film Center am Donnerstag, 9. Mai 2019

ნოემბერში ფილმის მსოფლიო პრემიერა ჯერ Arras Film Festival-ზე გაიმართება, შემდეგ კი “უარყოფითი რიცხვების” იტალიურ პრემიერას რომის დამოუკიდებელი კინოფესტივალი უმასპინძლებს.

ვიდეო: https://www.facebook.com/

 

ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია.

Image may contain: one or more people, people on stage and people standing

90 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. ამჟამად მან ფინალში უნგრელი როლანდ გოზი დაამარცხა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

Akhalkatsi(GEO) – Karapetyan(RUS)

ვლადიმერ ახალკაცის იპონი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში

Gepostet von Georgian Judo Federation – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია am Freitag, 18. Oktober 2019

ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის პროექტმა “ევრიმაჟის” დაფინანსება მოიპოვა

Image may contain: 2 people, people smiling, people sitting, table and indoor

Image may contain: Salomé Jashi, standing 

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის პროექტს სამუშაო სესიების მსვლელობისას ნინო კირთაძე იცავდა. საბოლოოდ პროექტმა საუკეთესო შეფასება (10-დან 10 ქულა) მიიღო და 50 000 ევროთი დაფინანსდა. პროექტების განხილვის გარდა სამუშაო სესია ითვალისწინებდა დისკუსიებს და კენჭისყრას “ევრიმაჟის” წესდებისა და სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე. 

2019 წლის ივლისიდან “ევრიმაჟში” საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე იკავებს.

ფოტო: https://www.facebook.com/

 

 

ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

 

ესპანეთის ყველაზე მნიშვნელოვან საავტორო კინოფესტივალზე წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. ქართული რეტროსპექტივა გახსნის ცერემონიალზე რეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა წარადგინა, რომელიც წელს ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრია.

 ვალიადოლიდის კინოფესტივალზე ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილ 20-ზე მეტ ქართულ ფილმს აჩვენებენ, დაგეგმილია არაერთი საინტერესო ღონისძიება, მათ შორის საზეიმო მიღება, რომელიც საქართველოს მიეძღვნება.

ქართულ კინოს ვალიადოლიდის კინოფესტივალი ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით წარადგენს. 

 

ფეისბუქი ბნელ რეჟიმს ტესტავს.

Facebook, Facebook Dark Mode, Facebook Dark Mode iOS, Facebook Dark Mode Android, how to activate Facebook Dark Mode

ახალი ფეისბუქი უფრო მარტივი და ნაკლებად დატვირთულია, მასში ასევე წინაა წამოწეული ჯგუფების ფუნქცია, რაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირებას გაუადვილებს.

წყარო: https://indianexpress.com/

 

ნასას ასტრონავტი ქალები – ჯესიკა მეიერი და ქრისტინა კოხი – ღია კოსმოსში გაემგზავრნენ.

ისტორიული ექსპედიცია 18 ოქტომბერს დაიწყო. ქალების პირველი ეკიპაჟი ღია კოსმოსში ელექტროენერგიის დაზიანებულ გამანაწილებელს სათადარიგოთი ჩაანაცვლებს და უკან დაბრუნდება.

წყარო: https://www.bbc.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.