fbpx

10 წელი ქალაქის ისტორიაში — რედისონ ბლუ ივერიას დაუვიწყარი თავგადასავალი


გააზიარე სტატია

ბოლო ათწლეულს თვალს თუ გადავავლებთ, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის დედაქალაქი თბილისიც. ჩვენ ყოველდღიურად ვსეირნობთ ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში და ვაკვირდებით უკვე კარგად დამახსოვრებულ შენობებს, გზებსა თუ სკვერებსა და ბაღებს. ხანდახან სიარულისგან დაქანცულები ჩამოვჯდებით და ქალაქის ხედს გავხედავთ ხოლმე და აი, სწორედ ამ დროს, ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობას, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას ვამჩნევთ.

უკვე ზუსტად ათი წელია, რაც რედისონ ბლუ ივერია თბილისში გამოჩნდა. ამ სასტუმროს გამოჩენა ქალაქში დიდი სიახლე იყო, რასაც რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებაც მოჰყვა. რედისონ ბლუ ივერიას შემოსვლით, ამ მოედანმა, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, თავად სასტუმრო კი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოსახულება გახდა, რომელსაც არაერთ სარეკლამო რგოლსა თუ ბანერზე ნახავთ.

10 წლის იუბილე “რედისონ ბლუ ივერიამ” გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნა. საზეიმო მიღებაზე მოწვეულები იყვნენ სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები, პარტნიორები, მედიისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანები.

სტუმრებს მრვალაფეროვანი მუსიკალური პროგრამა, შთამბეჭდავი შოუ, საერთაშორისო და ასევე ქართული ტრადიციული  კულინარიული კუთხეები და უამრავი საინტერესო სიურპრიზი დახვდათ.

“ჩვენ გვინდოდა, რომ იუბილე გრანდიოზულად აღგვენიშნა, ამიტომ მონდომება არ დავიშურეთ. დავპატიჟეთ სასტუმროს პარტნიორები, მეგობრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა. საზეიმო განწყობის შესაქმნელად თითქმის ყველა კუთხეში სხვადასხვა მრავალფეროვანი მუსიკა უკრავდა, ამ ყველაფერს კი საერთაშორისო და ქართული კულინარიული შედევრები უფრო გემრიელს ხდიდა”, — ამბობს რედისონ ბლუ ივერიას მარკეტინგისა და PR-ის მენეჯერი თეო ახობაძე. 

ხუთვარსკვლავიანი პრემიუმ სასტუმრო ოფიციალურად 2009 წელს გაიხსნა და „რადისონის სასტუმროების ჯგუფის“ მართვის ქვეშ უკვე წლებია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. 10 წლის განმავლობაში სასტუმრომ უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი ჯილდო დაიმსახურა ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში. ასევე, შეიტანა საკამოდ დიდი წვლილი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს, განსაკუთრებით კი, თბილისის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად.

10 წლის იუბილეზე “რედისონ ბლუ ივერიამ” საქველმოქმედო საქმიანობაშიც შეიტანა თავისი წვლილი და ორგანიზაცია “პირველ ნაბიჯს” ჩეკი გადასცა, რომელიც უკვე წლებია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეხმარება.

თეო ახობაძე გვიყვება, რომ მომავალ წელს სასტუმროს ოთახების რენოვაციაც იგეგმება, რათა რედისონ ბლუ ივერიამ გააგრძელოს თანამედროვე სტანდარტების დაკმაყოფილება და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს.

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  249 პრემიუმ კლასის ოთახს, 2 საერთაშორისო დონის რესტორანს იტალიურ „ფილინისა” და აზიურ „უმამის” აერთიანებს. სტუმრებს ასევე საშუალება აქვთ ეწვიონ „ოქსიჯენ ბარს“, რომელიც მე-18-ე სართულზე მდებარეობს და თბილისის ულამაზესი ხედებით დატკბნენ.

საქმიანი შეხვედრებისთვის იდეალური ადგილია „სერფეის“ ბარი. სასტუმრო ასევე მოიცავს „ან სემონეს” პრემიუმ კლასის სპას, ღია და დახრულ აუზებსა და ღონისძიებების სივრცეებს, რომელთა საერთო მოცულობა 830 კვ.მ-ს შეადგენს.

რედისონ ბლუ ივერია დიდი ისტორიის გაგრძელებაა, რომელიც ყველა ქართველმა კარგად იცის. სასტუმრო  „ივერია“ ჯერ კიდევ  1967 წელს აშენდა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პრემიუმ სასტუმროდ ითვლებოდა.  1992 წელს „ივერია“, ომის შედეგად, იძულებით გადაადგილებული პირების თავშესაფრად იქცა. მოგვიანებით კომპანია „სილქროუდ ჯგუფის“  მიერ სასტუმროს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და უკვე 2009 წელს გაიხსნა,  როგორც პრემიუმ კლასის ბიზნეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ვერია“.

„რადისონ ბლუ ივერია“ ყოველწლიურად იმსახურებს Safe Hotel Aliance- ის ოფიციალურ  სერტიფიკატს და არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და დაცული სასტუმრო მსოფლიოში.  10 წლის მანძილზე სასტუმრომ არაერთ უმაღლესი დონის ღონისძიებას და საპატიო სტუმარს უმასპინძლა.

ფოტოები: რეზი ყენია და ირაკლი შალამბერიძე

751 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.