fbpx

23 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის – “შინდისის” ამერიკული პრემიერა 7 და 8 ნოემბერს გაიმართება.

ინფორმაციას ფილმის საპროდიუსერო ჯგუფი ავრცელებს. ფილმის პრემიერა Asian World Film Festival-ის ფარგლებშია დაგეგმილი. 

 

დღის ვიდეო: ნახეთ სტეფანე მღებრიშვილმა “ძველი ტანგო” გააცოცხლა და მსმენელს ახლებური ვერსია შესთავაზა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

დურუჯი 2019-ის ნომინანტების მოკლე ნუსხა ცნობილია. 

Image may contain: text

საუკეთესო სპექტაკლი:

  • “ჰეკაბე” – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
    ავტორი – ევრიპიდე, რეჟისორი – მიხეილ ჩარკვიანი, სცენოგრაფია – მიხეილ ჩარკვიანი, მუსიკა – ერეკლე გეწაძე
  • “ანტიმედეა” – თბილისის ახალი დრამის ფესტივალი
    ავტორი – ლაშა ბუღაძე, რეჟისორი – გურამ მაცხონაშვილი, სცენოგრაფია – გურამ მაცხონაშვილი, მუსიკა – Hamatsuki

საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი – “ახალი ხედვა”:

  • “ჰეკაბე” – რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი
    ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ავტორი – ევრიპიდე, სცენოგრაფია – მიხეილ ჩარკვიანი, მუსიკა – ერეკლე გეწაძე
  • “ანტიმედეა” – რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი
    თბილისის ახალი დრამის ფესტივალი. ავტორი – ლაშა ბუღაძე, სცენოგრფია – გურამ მაცხონაშვილი, მუსიკა – Hamatsuki
  • “მარინა რევია” – რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე
    ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი. ავტორი – ალექსი ჩიღვინიძე, სცენოგრაფია – ანანო დოლიძე

საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა:

  • “მარინა რევია “ – ავტორი ალექსი ჩიღვინაძე
    ფოთის ვ. გუნიას სახელმწიფო დრამატული თეატრი. რეჟისორი – ნიკოლოზ ჩიკვაიძე,  სცენოგრაფია – ანანო დოლიძე
  • “ანტიმედეა” – მუსიკის ავტორი Hamatsuki
    თბილისის ახალი დრამის ფესტივალი, ავტორი – ლაშა ბუღაძე, რეჟისორი – გურამ მაცხონაშვილი
  • “საწოლში მირასთან” – ავტორი მაკა კუკულავა
    თეატრი ათონელზე. რეჟისორი – სოფიო ქელბაქიანი, სცენოგრაფია – ელისაბედ ჭიჭინაძე, მუსიკა – ერეკლე გეწაძე

საუკეთესო სცენოგრაფია:

  • “ალტონელი განდეგილები” – სცენოგრაფი თეო კუხიანიძე
    თავისუფალი თეატრი. ავტორი – ჟან-პოლ სარტრი, რეჟისორი ვანო ხუციშვილი
  • “იდეალური ოჯახი “ – სცენოგრაფი გიორგი უსტიაშვილი
    ილიას უნივერსიტეტის თეატრი. ავტორი – ვაცლავ ჰაველი, რეჟისორი დავით ჭახრაკია

საუკეთესო მუსიკა:

  • “ღვთაებრივი კომედია” – მუსიკის ავტორები: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია
    მოძრაობის თეატრი. ავტორი – დანტე ალიგიერი, რეჟისორი იოსებ ბაკურაძე, სცენოგრაფია – ანა გორბასი, ბიძინა სიდიანი, ქორეოგრაფია – ლაშა რობაქიძე
  • “ჰეკაბე”. მუსიკის ავტორი – ერეკლე გეწაძე
    ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ავტორი – ევრიპიდე, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, სცენოგრაფია – მიხეილ ჩარკვიანი

საუკეთესო  მსახიობი ქალი:

  • ლილი ხურითი – “ანტიმედეა”
    ავტორი – ლაშა ბუღაძე, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი,
    თბილისის ახალი დრამის ფესტივალი

  • ენდი ძიძავა – “მარინა რევია”
    ავტორი – ალექსი ჩიღვინაძე, რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე,
    ვ. გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრი

  • ანი იმნაძე – “მე იძულებული ვიყავი მომეკლა”
    ავტორი – იაკოვო კაბანელისი, რეჟისორი – თემო კუპრავა, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

საუკეთესო  მსახიობი მამაკაცი:

  • არჩილ ბარათაშვილი – “ანტიმედეა”
    ავტორი – ლაშა ბუღაძე, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი,
    თბილისის ახალი დრამის ფესტივალი
  • გივი ბარათაშვილი – “ანტონელი განდეგილები”
    თავისუფალი თეატრი,
    ავტორი – ჟან-პოლ სარტრი, რეჟისორი ვანო ხუციშვილი
  • ბიჭი ჭეიშვილი – “ბალიშის კაცუნა” დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი,
    ავტორი – მარტინ მაკდონაჰი, რეჟისორი – გეგა გაგნიძე

საუკეთესო დებიუტი:

  • “ბალიშის კაცუნა “ – რეჟისორი გეგა გაგნიძე,
    დ. ალექსიძის სახელობის თეატრი. ავტორი – მარტინ მაგდონაჰი
  • “მარატ სადი” – რეჟისორი – საბა ასლამაზიშვილი,
    ილიას უნივერსიტეტის თეატრი. ავტორი – პეტერ ვაისი

დაჯილდოების ცერემონია  28 ნოემბერს გაიმართება. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

25-31 ოქტომბერს ბრაზილიის საელჩო წარმოგიდგენთ ბრაზილიური ფილმების მეექვსე კინოფესტივალს, სადაც ნაჩვენები იქნება  ბრაზილიელი რეჟისორების უახლესი ფილმები

 ფესტივალის მისიაა ახალი ბრაზილიური კინოს პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. ღონისძიება მიზნად ისახავს კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობასა და თანამედროვე ბრაზილიის კინოსამყაროსთან ქართველი კინომანების დაახლოებას. ფესტივალი გაიხსნება 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოს სახლის კინოდარბაზში დოკუმენტური დრამით „ნისი: სიგიჟის გული“. 

ფილმი მოგვითხრობს ექიმ ნისი და სილვეირაზე, ბრაზილიელ ფსიქიატრზე, რომელიც ელექტროშოკური თერაპიის ნაცვლად, პაციენტებს ხელოვნებით მკურნალობდა.

 ფილმების ჩვენება გაიმართება ყოველდღე, 19:00 საათზე და გაგრძელდება შვიდი დღე,  31 ოქტომბრის ჩათვლით. ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალში (პორტუგალიურად) ინგლისური სუბტიტრებით. კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია. ბილეთები დარიგდება სეანსამდე 30 წუთით ადრე. 

პროგრამა:

  • 25.10.19 – NISE: THE HEART OF MADNESS (2015)
  • 26.10.19-BINGO: THE KING OF THE MORNINGS (2017)
  • 27.10.19- VAZANTE (2017)
  • 28.10.19- SHORT MOVIES
  • 29.10.19- JUST LIKE OUR PARENTS (2017)
  • 30.10.19- CAIXA DOIS – MONEY ON THE SIDE (2007)
  • 31.10.19- THE BALLROOM (2007)

სეულში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა

 

ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი ცნობილი ქართველი რეჟისორების ხუთ ფილმს ნახავს: გიორგი შენგელაიას „ფიროსმანს“, ლევან თუთბერიძის „მოირას“, რუსუდან გლურჯიძის „სხვების სახლს“, მარიამ ხაჭვანის „დედეს“ და ანა ურუშაძის „საშიშ დედას“.  ქართული ფილმების დღეები სამხრეთ კორეის დედაქალაქში პირველად ტარდება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

 

გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება.

No photo description available.

ფესტივალზე ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. მოეწყობა ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენა. ყველისგან კერძებსაც მოამზადებენ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი გეპატიჟებათ იუკო კასეკის პერფორმანსზე „W!O!man MADe“ და ვალერი რენეს კონცერტზე

W!O!man MADe & Music Concert

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ: W!O!man MADe & Music Concertპერფორმანსი – იოკო კასეკი – W!O!man MADe – 20:00სთვალერი რენე – მუსიკის კონცერტი – 22:00 თარიღი: 24 ოქტომბერიდასაწყისი: 20:00მისამართი: კლუბი KHIDIვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, მარჯვენა სანაპირო/Circe – Experimental Platform for Dance and Theatre and Goethe-Institut Georgien presents: Performance by Yuko Kasesi – W!O!man MADe – 20:00Music concert by Valerie Renay – 22:00Date: 24 October Hour: 20:00Address: Club KHIDIVakhushti Bagrationi Bridge, right embankment, Tbilisi

Gepostet von Circe / კირკე am Dienstag, 8. Oktober 2019

 

ქორეოგრაფიული პერფომანსის შთაგონების წყარო ხელოვანი ქალები არიან, ქალები, რომლებსაც საკუთარი თავის ნდობა აქვთ, ყურს უგდებენ შინაგან ხმას და საკუთარი სიბრძნის კარნახით მოქმედებენ. შემოქმედებითი ძალის საიდუმლოებათა ძიებისას განსხეულებული მათი ხელოვნების სული შემოქმედებით პროცესებს ხელახლა განგაცდევინებთ და მათ კვალს დაგანახვებთ. ტკივილით სავსე გზა, რომელიც განკურნების გზაცაა, ცეკვას იმ სურათხატად გარდაქმნის, რომელიც თქვენ თვალწინ ახალ პერსპექტივებს გადაშლის და რომელიც უკვე შექმნილი სისტემის საზღვრებს გადალახავს. იუკო კასეკი იკვლევს ჩვენი ეგზისტენციის მოწყვლად, დაუცველ ბუნებას და ცდილობს, მისი მნიშვნელობა იპოვოს. მას სურს დიალოგი დაიწყოს, რათა მომავლის შესაძლო ახლებურ სამყაროზე დავფიქრდეთ. 

ვიდეო: https://www.facebook.com/

 

Star Wars: The Rise of Skywalker-ის ფინალური ტრეილერი გამოვიდა.

ფილმის პრემიერა 19 დეკემბერს შედგება, თუმცა ტრეილერის გამოსვლასთან ერთად კინოთეატრის ბილეთების წინასწარი გაყიდვაც დაიწყო. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.