200 წამი 10000 წლის ნაცვლად – Google-მა ოფიციალურად აღიარა კვანტური ექსპერიმენტი
გააზიარე სტატია
Google-მა დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა სექტემბერში, NASA-ს სერვერებზე შემთხვევით გამოჩენილი სტატია კვანტური კომპიუტერის გამოყენებისა და, შედეგად, კომპანიის მიერ “კვანტური უპირატესობის” მიღწევის შესახებ.
სექტემბერში NASA-ს სერვერებზე ცოტახნით გამოჩენილი და შემდეგ წაშლილი სამეცნეირო სტატია, რომელმაც დიდი აურზაური გამოიწვია, დღეს უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში, სადაც ნათქვამია, რომ კვანტურმა კომპიუტერმა Sycamore-მა 200 წამში დაასრულა შემთხვევითი რიცხვის გენერირებასთან დაკავშირებული კალკულაცია, რასაც ჩვეულებრივი ბინარული კომპიუტერი 10 000 წელიწადს მოანდომებდა.
Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიშაიმ, ჩატარებული ექსპერიმენტი, თავისი მნიშვნელობით, 1903 წელს ძმები რაიტების პირველი თვითმფრინავის აფრენას შეადარა.