8 აუთლეტი თბილისში – იაფად შოპინგის საიდუმლო
ყველას, ან თითქმის ყველას უნდა განსაკუთრებით და ლამაზად ეცვას. იმისათვის, რომ ტანსაცმელსა და აქსესუარებში ბევრი ფული არ დახარჯოს, ყველას სხვადასხვა გზა აქვს – ზოგი მკერავთან დადის, ზოგი მეორად ტანსაცმელს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც აუთლეტ მაღაზიებს სტუმრობს. აუთლეტები – ეს არის ახალი ტანსაცმლის მაღაზიები, სადაც წინა წლების კოლექციები საბაზროზე ბევრად დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. რიგ შემთხვევებში ნივთები ლიმიტირებულია.
თბილისში ბოლო პერიოდში არაერთი კარგი ასეთი მაღაზია გაიხსნა, რომელთა ნაწილი მართლაც კონკურენტულ ფასს სთავაზობს მომხმარებელს; გთავაზობთ რამდენიმე აუთლეტს, სადაც ჩვენი გამოცდილებით ახალი და საინტერესო ნივთების ყიდვა დემოკრატიულ ფასად არის შესაძლებელი.
სტოკ აუთლეტი
ძირითადად ფეხსაცმელებს გთავაზობთ, გერმანიიდან ჩამოტანილ ცნობილ ბრენდებს ლიმიტირებული რაოდენობით. მათ კოლექციებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ფეისბუქზე და თუკი რაიმე მოგეწონებათ, მალევე მიაკითხოთ საყიდლად, ვინაიდან რიგ შემთხვევებში ზომა და რაოდენობა შეზღუდულია.
ატელიე აუთლეტი
გლდანსა და საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან კარგად ორგანიზებული მაღაზიებით არის წარმოდგენილი, სადაც შეგიძლიათ როგორც საშუალო, ასევე მაღალი რანგის ბრენდების პროდუქციის პოვნა. აქ კოლექციები მკაცრად ლიმიტირებული არ არის და არჩევანიც დიდია.
ნავნე
აუთლეტების ყველაზე დიდი ქსელითაა წარმოდგენილი და მას არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც შეხვდებით. აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორც ტანსაცმელი მთელი ოჯახისთვის, ასევე ფეხსაცმელი, აქსესუარები და საოჯახო ნივთებიც კი. არჩევანი აქაც საკმაოდ დიდია. პერიოდულად ფასდაკლების აქციებზე შოპინგი კიდევ უფრო ხელსაყრელი ხდება. თუ “ნავნეს” მომხმარებელი გახდებით, აუცილებლად აიღეთ მათი ბარათიც, რომელიც დამატებითი ბენეფიტების მიღებაში დაგეხმარებათ.
მალსი
იაფად შოპინგის კიდევ ერთი და დროში გამოცდილი მაღაზიების ქსელი, რომელიც განსაკუთრებით დაბალ ფასად cos-ის და სხვა შედარებით ძვირად ღირებული ბრენდებით არის ხოლმე წარმოდგენილი, რამდენიმე მისამართზეა განთავსებული.
ლაბადა
დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე ერთი მაღაზიით არის წარმოდგენილი, თუმცა ბრენდების და პროდუქციის საკმაოდ დიდი არჩევანი და ხშირად განახლებადი კოლექციები აქვს.
ბრენდ აუთლეტი
პეკინის ქუჩაზე ერთი მაღაზიით და ლიმიტირებული პროდუქციით არის წარმოდგენილი, თუმცა საინტერესო ნივთების პოვნა აქაც შესაძლებელია.
ევრობრენდი
სპორტის სასახლეში განთავსებული მასშტაბური მაღაზია შედარებით დაბალი ფასებით გამოირჩევა.
outlet mix
რამდენიმე მისამართზეა წარმოდგენილი და მომხმარებლებს პრემიუმ ხაზის ბრენდების პროდუქციას სთავაზობს.