fbpx

ფოტოკონკურს Wildlife Photographer 2019-ის გამარჯვებულები


გააზიარე სტატია


Wildlife Photographer of the Year – ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფოტოკონკურსია მსოფლიოში, რომელიც ველური ბუნების თემატიკაზე იმართება. კონკურსს 1964 წლიდან ლონდონის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი მართავს. 

კონკურსში მონაწილეობბენ როგორც პროფესიონალები, ასევე მოყვარულებიც. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ორი ასაკობრივი კატეგორიაც: 17-წლამდე მონაწილეებისათვის (მონაწილეობა უფასოა) და უფროსებისათვის (ერთჯერადი შენატანი 30£ ოდენობით). 

კონკურსში რამდენიმე თემატური კატეგორიაა. მაგალითად: „ცხოველები თავიანთ ბუნებრივ გარემოში“, „პორტრეტები“, „ფრინველები“, „უხერხემლოები“, „ძუძუმწოვრები“, „მცენარეები და სოკოები“, „წყალქვეშა სამყარო“, „ურბანული ბუნება“, „შავ-თეთრი ფოტოგრაფია“, „ველური ბუნება ფოტოჟურნალისტიკის კუთხით“ და სხვა. 

Wildlife Photographer of the Year-ის 55-ე კონკურსზე 50 000 მეტი ნამუშევარი შევიდა, თუმცა მხოლოდ 55-მა გაიმარჯვა. წარმოგიდგენთ რამდენიმე გამარჯვებულს.

 

  • “ტბა კარიბა”, ზიმბაბვე. ავტორი: ადრიან ჰირში

 

  • „კარანქსების ცეკვა“. წითელი ზღვის სანაპირო, ეგვიპტე. ავტორი: ალ.გორჩაკოვი

 

  • “აფთრების თავდასხმა გეპარდზე”. კვაზულუს ნაკრძალი, სამხრეთ აფრიკა. ავტორი: პიტერ ჰეიგარტი

 

  • “ნაცრისფერი ვეშაპი”. სან-იგნასიოს ლაგუნა, მექსიკის ყურე. ავტორი: ტომას პესჩაკი

 

  • “მძინარე სელაპი”. კუნძული სამხრეთ გეორგია, ატლანტიკის ოკეანე. ავტორი: რალფ შნაიდერი

 

  • “ენოტი სასკაჩევანის მიტოვებულ ფერმაში”, კანადა. ავტორი: ჯეისონ ბანტლი

 

  • Myriophýllum spicátum. ნევშატელის ტბა, შვეიცარია. ავტორი: მიშელ როგგო

 

  • “თევზი მედუზაში”. ტაიტი, ფრანგული პოლინეზია. ავტორი: ფაბიენ მიშენე

 

  • “ვერძები”. იუკონი, კანადა. ავტორი ჯერემი ვილლეტი

 

  • „არქიტექტორთა არმია“. ჭიანჭველების კოლონია კოსტა-რიკაში. ავტორი: დანიელ კრონაუერი

 

  • „ტბორის სამყარო“. ავტორი: მანუელ პლეიკნერი 

 

  • “ვირთხების ხროვა”. ქვემო მანჰეტენი, ნიუ-იორკი. ავტორი: ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი

 

  • “არწივის მიწა”. ნორვეგია. ავტორი: აუდუნ რიკარდსენი

 

  • “გველთევზების სამეფო”. ფილიპინები. ავტორი: დევიდ დუბილეტი

 

  • “პუმა და გუანაკო (ლამების გვარის ძუძუმწოვარი)”. პატაგონია, ჩილე. ავტორი: ინგო არნდტი

 

  • “საიმპერატორო პინგვინები ატკას ყურეში”, ანტარქტიდა. ავტორი: შტეფან კრისტმანი

 

  • “ტიბეტური ანტილოპები – ორონგოები”. ავტორი: შანჩჟან ფანი

 

  • “კალმარი”. ლემბეჰის სრუტე, ინდონეზია. ავტორი კრუზ ერდმანი

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.