fbpx

ორგანული საკვების მაღაზიები თბილისში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კვებაა. თუმცა, გარემოს დაბინძურების გლობალური პრობლემის კვალდაკვალ, სულ უფრო იკლებს საკვების სიჯანსაღის ხარისხი. 

ერთი შეხედვით ნატურალური პროდუქტი, შესაძლოა, სულაც არ იყოს ისეთი სასარგებლო,   ჯანსაღი ცხოვრების გზამკვლევში რომ ამოიკითხეთ. საკვები პროდუქტების წარმოებაში   ქიმიური ნივთიერებების გამოყენების პრაქტიკამ ორგანული პროდუქტების მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად გაზარდა. 

საქართველოში ბიომეურნეობის შედეგად მიღებული ორგანული საკვების წარმოებისა და მოხმარების კულტურა განვითარების პროცესშია. მომხმარებლის მოთხოვნის ზრდასთან ერთად, თბილისში ჩნდება სივრცეები – ფერმები, პატარა მეურნეობები, საწარმოები და მაღაზიები, რომლებიც მომხმარებელს ორგანულ პროდუქციას სთავაზობენ. 

 

Organika/ ორგანიკა

“ორგანიკა” ორგანული პროდუქტების მაღაზიაა, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 51 ნომერში  მდებარეობს. 

Organika  გთავაზობთ პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებს ორგანული წარმოების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს – არ იყენებს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს. 

Organika კომპანიების –  BioPlanet-ის და Smart Organics-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ამ კომპანიების საქმიანობის სფერო  კი მხოლოდ ორგანული პროდუქტების დისტრიბუციაა.

მაღაზიაში თქვენ  შეიძენთ 100%-ით ორგანულ პროდუქტებს ყოველგვარი მინარევების გარეშე, რომელიც გაზრდილი  და დაკრეფილია ბუნებრივ პირობებში. პროდუქტების უმრავლესობა წარმოდგენილია ფხვნილის სახით სასარგებლო კომპონენტების შესანარჩუნებლად. 

რაც შეეხება პროდუქტების სახეობებს –  “ორგანიკა” მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ მარცვლეული, თხილის სხვადასხვა სახეობა, ბურღულეული, ტკბილეული – თითქმის ყველა სახის პროდუქტი, რომლითაც თქვენი ყოველდღიური კვების რაციონის შევსებას შეძლებთ. 

“ორგანიკა” მომხმარებელს ონლაინ მაღაზიის სერვისსაც სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია შერჩეული პროდუქცია პირდაპირ ოფიციალური ვებგვერდიდან გამოიწეროთ. 

რაც შეეხება ფასებს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ორგანული პროდუქტების ღირებულება ზოგადი პრაქტიკით ანალოგიურ “ჩვეულებრივ” პროდუქტებზე 20%-დან 40%-მდე უფრო მაღალია, რაც მათი წარმოების სპეციფიკიდან და თვითღირებულებიდან  გამომდინარეობს.

 

Naturpur ნატურპურ

“ნატურპური”  ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტების ქართული მაღაზიაა, რომელიც რუსთაველის გამზირის 14 ნომერში სულ რამდენიმე თვეა გაიხსნა. 

მაღაზია ფუნქციონირებს ბიომეურნეობა  “ფონასთან” ერთად, რომელიც 4  წლის წინ კახეთში დაარსდა. “ნატურპურში” წარმოდგენილი პროდუქცია მრავალფეროვანია. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ბოსტნეული, ხილი, სხვადასხვა სახის ჩირი, ტკბილეული, მცენარეული ჩაი, ქართული წითელი დოლის ფქვილით და ჭვავით გამომცხვარი პური და სხვა საკვები პროდუქტები.

 “ნატურპური”, როგორც ორგანული საკვებისა და ბიოპროდუქტების ქართული  სტარტაპი, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მაღაზიით არის წარმოდგენილი. 

 

Holland & Barrett Georgia

მაღაზია  ბრიტანული კომპანიის ქართული წარმომადგენლობაა, რომელიც  მომხმარებელს ორგანულ საკვებს, ბუნებრივ საკვებ დანამატებს, ვიტამინებს და ასევე ბუნებრივ კოსმეტიკას სთავაზობს.

Holland & Barrett-ს 145-წლიანი გამოცდილება აქვს საკვები დანამატების წარმოების ინდუსტრიაში, შესაბამისად, ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სანდო რეპუტაციით სარგებლობს.

Holland & Barrett Georgia თბილისში ორი მაღაზიით არის წარმოდგენილი –  აბაშიძის 46 ნომერში და ქავთარაძის 1-ლში მდებარე სავაჭრო ცენტრ “სითი მოლში”.  

აქ აღმოაჩენთ პროდუქტს გლუტენისა და  შაქრის გარეშე, ასევე თქვენთვის სასურველი სახეობის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ საკვებ ნივთიერებებზე ალერგია გაქვთ. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია საკვები  ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისათვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.