fbpx

ჰანს ბელმერის თოჯინები და ქანდაკებები


გააზიარე სტატია

ნებისმიერ ხელოვანს გააჩნია თავისი ინდივიდუალური, უნიკალური ხელწერა, რომლის მიხედვითაც, მისი ნამუშევრები ადვილად საცნობია. გერმანელი მხატვრის, მოქანდაკის, ფოტოგრაფისა და მწერლის, ჰანს ბელმერის სავიზიტო ბარათად კი „თოჯინა“ იქცა,  რომელიც მან 1934 წელს შექმნა. ნახევრად მობრუნებული ქალის ფიგურა, დეფორმირებული სხეულითა და შინაგანი ორგანოების გარეშე, ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო. 

ისტორიკოსები ჰანს ბელმერის თოჯინების სერიას მისი ბიოგრაფიის ადრეულ პერიოდს უკავშირებენ, როცა არტისტს მამიდაშვილი, მოზარდი გოგონა შეუყვარდა. ბუნებრივია, მათ სასიყვარულო კავშირს  მომავალი არ ჰქონდა და ამ ერთგვარმა სასიყვარულო ტრავმამ დიდი კვალი დატოვა, რაც მოგვიანებით ბელმერის ნამუშევრებში მოზარდი გოგონას თოჯინის სახით აისახა.

როგორც თავად ავტორი ამბობდა, იდეა ჟაკ ოფენბახის ოპერის – „ჰოფმანის ზღაპრების“ ნახვისას გაუჩნდა, სადაც ჰოფმანს უიმედოდ უყვარდება მექანიკური თოჯინა ოლიმპია. ჰანს ბელმერის თქმით, რამდენიმე წელი სწავლობდა ქალისა და მოზარდის სხეულს, როგორც ლტოლვის აკრძალულ ობიექტს, ფრაგმენტებად ანაწევრებდა სხეულის ნაწილებს, ერთმანეთში ზელდა კიდურებსა და შინაგან ორგანოებს, ამ გზით კი, მამაკაცური სურვილების დაუკმაყოფილებლობით გამოწვეულ ტანჯვას ასახავდა, იკვლევდა ზღვარს ცოცხალსა და მექანიკურს, ვნებასა და სრულ განურჩევლობას შორის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.