fbpx

25 ოქტომბერი დილიდან


გააზიარე სტატია

რუსეთიდან საქართველოში 17 ქართული ფილმის ორიგინალს დააბრუნებენ

რუსეთის ფილმსაცავ სახფილმოფონდიდან ამ ეტაპზე საქართველოში 17 ქართული ფილმი დაბრუნდება, მათ შორისაა მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი “მათი სამეფო”. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, აღნიშნული ფილმი დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. ფილმში უნიკალური ქრონიკალური მასალაა გამოყენებული. აღნიშნული ფილმები 1926 წლიდან 1930 წლამდე პერიოდშია გადაღებული. 

გასული საუკუნის 20-იან წლებში დაახლოებით 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმია შექმნილი, რუსეთის ფილმსაცავში კი მხოლოდ 54 ფილმი ინახება, რომელთა ნაწილი უკვე ჩამოტანილია.  როგორც სამინისტრო აცხადებს, ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 20-იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება. ამ ეტაპზე კი შემდეგი 17 ფილმი ჩამოვა საქართველოში:

  • “მათი სამეფო” (1928) – რეჟისორები მ. კალატოზიშვილი, ნ. ღოღობერიძე
  • “ხანუმა” (1926)
  • “ორი მონადირე” (1927)
  • “ჯანყი გურიაში” (1928) – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა
  • “გოგი რატიანი” (1927)
  • “კრაზანა” (1928)
  • “კომუნარის ჩიბუხი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი
  • “ბელა” (1927) – რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი
  •  “გიული“ (1927) – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია
  • “იბრაჰიმი და გოდერძი” (პირველი და უკანასკნელი – 1927)
  • “ღრუბელთა თავშესაფარი” (ცხოვრებასთან შეხვედრა – 1928) – რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი
  • “ნორჩი მფრინავი” (1928) – რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე
  • “ქალი ბაზრობიდან” (1928) – რეჟისორი გიორგი მაკაროვი
  • “ახალგაზრდობა იმარჯვებს” (1928) – რეჟისორი მიხეილ გელოვანი
  • “ჩემი ბებია” (1928 – ძველი ვერსია) – რეჟისორი კოტე მიქაბერიძე
  • “საბა” (1929) – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი
  • “მონანიება” (1986) – რეჟისორი თენგიზ აბულაძე

 

29 ოქტომბერს, 19:00 საათზე, “სტამბის წიგნებში” გაიმართება ნესტან ნენე კვინიკაძის ახალი რომანის – „38 44“ წარდგენა.

Image may contain: 1 person

წყარო: https://www.facebook.com/

 

მამუკა გორგოძე მსოფლიო თასის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

Image may contain: 2 people, text

15-კაციანი შემადგენლობა ახალზელანდიურმა გამოცემა World Rugby Hub-მა გამოაქვეყნა. ზელანდიელებმა გუნდი ოლ ბლექსის მორაგბეების გარეშე დააკომპლექტეს და იქ მხოლოდ უცხოელი სპორტსმენები შეიყვანეს. გორგოძე ერთადერთია, რომელიც მეორე ეშელონის ნაკრებს წარმოადგენს, დანარჩენები კი ინგლისიდან, საფრანგეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ავსტრალიიდან არიან.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ეროვნული მუზეუმი უშგულელი მხატვრისა და მწერლის, ფრიდონ ნიჟარაძის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

Image may contain: 1 person, text

 უშგულელი უნიკალური მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის სახელი ბევრისთვის ალბათ სრულიად უცნობია, თუმცა მას კარგად იცნობენ ის ქართველები და უცხოელი ტურისტები, რომლებიც ერთხელ მაინც მოხვედრილან უშგულში და სვანი მხატვრის ნამუშევრები უნახავთ. გამოფენა 2 ნოემბერს გაიხსნება და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

თბილისის ოპერის თეატრი ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის სასცენო მოღვაწეობის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს

საიუბილეო კონცერტი თეატრში 30 ოქტომბერს გაიმართება. ლადო ათანელის მსოფლიო სასცენო მოღვაწეობისადმი მიძღვნილ წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი საოპერო მომღერლები: ნინო სურგულაძე, ხათუნა ჭოხონელიძე, მარიკა მაჩიტიძე, შალვა მუქერია, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათუსანი, ირინა შერაზადიშვილი, ფილიპე ღაჭავა. წარმოდგენაში გამოყენებული იქნება საქართველოს დამსახურებული მხატვრის, შალვა ჩიქოვანის ესკიზები.

 

ბანგლადეშის სასამართლომ 19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფის ცოცხლად დაწვისთვის 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

A picture of Nusrat Jahan Rafi

 რაფი ქალაქ ფენიში მას შემდეგ დაწვეს, რაც მან მასწავლებელი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. 27 მარტს ნუსრათმა თქვა, რომ დირექტორმა კაბინეტში დაიბარა და არაერთხელ სცადა ეძალადა მასზე, თუმცა გოგონამ გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ ნუსრათი მშობლებთან ერთად პოლიციაში მივიდა და დირექტორს უჩივლა. 

6 აპრილს ნუსრათი სკოლაში ფინალური გამოცდის ჩასაბარებლად ძმასთან ერთად მივიდა, რომელიც შენობაში არ შეუშვეს. ბურქაში ჩაცმულმა ხუთმა პირმა ნუსრათი სკოლის სახურავზე იყვანა და მოსთხოვეს საჩივარი გამოეტანა. უარის შემდეგ მათ ნუსრათს ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. სიკვდილმისჯილებს შორის არის მასწავლებელი და რაფის ორი კლასელი.

წყარო: https://www.bbc.com/

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.