fbpx

რუსეთიდან საქართველოში 17 ქართული ფილმის ორიგინალს დააბრუნებენ


გააზიარე სტატია

რუსეთის ფილმსაცავ სახფილმოფონდიდან ამ ეტაპზე საქართველოში 17 ქართული ფილმი დაბრუნდება, მათ შორისაა მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი “მათი სამეფო”. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, აღნიშნული ფილმი დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. ფილმში უნიკალური ქრონიკალური მასალაა გამოყენებული. აღნიშნული ფილმები 1926 წლიდან 1930 წლამდე პერიოდშია გადაღებული. 

გასული საუკუნის 20-იან წლებში დაახლოებით 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმია შექმნილი, რუსეთის ფილმსაცავში კი მხოლოდ 54 ფილმი ინახება, რომელთა ნაწილი უკვე ჩამოტანილია.  როგორც სამინისტრო აცხადებს, ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 20-იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება. ამ ეტაპზე კი შემდეგი 17 ფილმი ჩამოვა საქართველოში:

  • “მათი სამეფო” (1928) – რეჟისორები მ. კალატოზიშვილი, ნ. ღოღობერიძე
  • “ხანუმა” (1926)
  • “ორი მონადირე” (1927)
  • “ჯანყი გურიაში” (1928) – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა
  • “გოგი რატიანი” (1927)
  • “კრაზანა” (1928)
  • “კომუნარის ჩიბუხი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი
  • “ბელა” (1927) – რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი
  •  “გიული“ (1927) – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია
  • “იბრაჰიმი და გოდერძი” (პირველი და უკანასკნელი – 1927)
  • “ღრუბელთა თავშესაფარი” (ცხოვრებასთან შეხვედრა – 1928) – რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი
  • “ნორჩი მფრინავი” (1928) – რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე
  • “ქალი ბაზრობიდან” (1928) – რეჟისორი გიორგი მაკაროვი
  • “ახალგაზრდობა იმარჯვებს” (1928) – რეჟისორი მიხეილ გელოვანი
  • “ჩემი ბებია” (1928 – ძველი ვერსია) – რეჟისორი კოტე მიქაბერიძე
  • “საბა” (1929) – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი
  • “მონანიება” (1986) – რეჟისორი თენგიზ აბულაძე

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.