fbpx

And Then We Danced-ის პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს შედგება


გააზიარე სტატია

ფესტივალების ფავორიტი ფილმის And Then We Danced ქართული პრემიერა 8 ნოემბერს შედგება. კინოსურათს ქართველი მაყურებელი მხოლოდ სამი დღე 8, 9 და 10 ნოემბერს იხილავს. 

შეგახსენებთ, რომ ლევან აკინის დრამა შვედეთის სახელით საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზეა გაგზავნილი და კამპანიის დასაწყებად შემოქმედებითი ჯგუფი ლოს ანჯელესში რამდენიმე დღეში გაემგზავრება

ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან სექციაში Directors’ Fortnight შედგა

გარდა კანისა, შვედურქართული დრამა არაერთი ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებული გახდა. საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში რამდენიმე ფესტივალის პრიზი მიიღო მთავარი როლის შემსრულებელმა ლევან გელბახიანმაც

ფილმში ლევან გელბახიანთან ერთად მთავარ როლებს ბაჩი ვალიშვილი, ანა ჯავახიშვილი და გიორგი წერეთელი ასრულებენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.