fbpx

მოქალაქეების 1967 წლის შეკითხვების არქივი ნიუ-იორკის ცენტრალური ბიბლიოთეკიდან


გააზიარე სტატია

 

ინტერნეტისა და google-ის საძიებო სისტემების გაჩენამდე ადამიანები  ცნობისმოყვარეობას წიგნებით იკმაყოფილებდნენ. სხვადასხვა საჭირბოროტო კითხვებზე პასუხებს ლიტერატურულ ნაწარმოებებში ეძებდნენ, თუმცა ხშირად ესეც ეზარებოდათ და ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ყოვლისმცოდნე ბიბლიოთეკარებს მიმართავდნენ. 

რამდენი წლის წინ ნიუ-იორკის ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს დიდი ყუთი, რომელშიც მოქალაქეების მიერ დასმული კითხვები ათასობით ქაღალდის ბარათზე იყო დაწერილი. როგორც წესი, ნიუიორკელები ბიბლიოთეკარს კითხვებითპირადად ან ტელეფონის მეშვეობით მიმართავდნენ (ბიბლიოთეკის სატელეფონო სერვისი – „ჰკითხე ბიბლიოთეკარს“ – 1967 წელს შეიქმნა და დღესაც ფუნქციონირებს.).

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო კითხვას:

  • „არსებობს თუ არა რაიმე ტიპის სტატისტიკური მონაცემები მიტოვებული ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ“?, 1963 წელი
  • „რას უნდა ნიშნავდეს, როცა სიზმარში სპილო მოგსდევს?“, 1947 წელი
  • “ობობა „შავი ქვრივი“ მკვდარი უფრო საშიშია თუ ცოცხალი?”.
  • “აკაპულკოში ყოველ ღამით სავსემთვარეობაა?”, 1961 წელი
  • “როგორ გამოიგონეს ზეწარი?”, 1950 წელი
  • “თუ შხამიანი გველი თავის თავს უკბენს, მოკვდება?”, 1949 წელი.
  • “როგორ გავაკრა შპალერი? მაქვს წებოც და შპალერიც. წებო შპალერზე უნდა წავუსვა თუ კედელზე? ორივე ვარიანტი ვცადე, მაგრამ, არაფერი გამოვიდა”, 1945 წელი
  • “რამდენი ნევროტიკი ცხოვრობს აშშ-ში?”, 1946 წელი

მიუხედავად ინტერნეტ ეპოქისა, ნიუ-იორკის ბიბლიოთეკის სატელეფონო სერვისზე – „ჰკითხე ბიბლიოთეკარს“  წელიწადში 30 ათასამდე ზარი ისევ შემოდის. 

დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე ოპერატორები მეტწილად ბიბლიოთეკის სერვისებთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობენ, თუმცა მოქალაქეები ხშირად ცდილობენ საინფორმაციო საშუალებებით მოსმენილი ფაქტების გადამოწმებას, რომელთა უმეტესობა მეცნიერებისა და ისტორიის საკითხებს ეხება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.