fbpx

28 ოქტომბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

 

ლეონარდ კოენის კომპოზიციაზე – Happens to the Heart-ზე გადაღებული კლიპი გავრცელდა.

სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Thanks for the Dance შევა, რომელიც 22 ნოემბერს გამოიცემა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

დიმიტრი მამულიას ბოსფორის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის პრიზი  გადაეცა ფილმისთვის “ბოროტმოქმედი”

No photo description available.

ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში შედგა. “ბოროტმოქმედი” საქართველო-რუსეთის კოპროდუქციაა. ის ქარხნის 25 წლის ინჟინრის შესახებ გვიყვება, რომელიც შემთხვევით ცნობილი მეკარის მკვლელობის მოწმე გახდება. ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარზე დიმიტრი მამულიამ და არჩილ ქიქოძემ იმუშავეს, ხოლო მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი ასრულებენ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ლუკა ჩიქოვანმა Silk Road International FilmFestival-ზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო.

Image may contain: 4 people, people standing and suit

იტალიაში მოღვაწე ქართველ მსახიობს ჯილდო ალიჩე რორვახერის ფილმში, Happy as Lazzaro-ში შესრულებული როლისთვის გადაეცა. 

 

ავიაკომპანია „რაინეარი“ საქართველოს შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს

https://www.facebook.com/ryanair/videos/3148932728514001/

ავიაკომპანიამ ვიდეო სახელწოდებით „აღმოაჩინე საქართველო “რაინეართან” ერთად“ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაავრცელა. ვიდეორგოლი მოგზაურების მიერ სოციალურ ქსელებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული რეალური პოსტების, ვიდეოებისა და ფოტოების კოლაჟს წარმოადგენს. რგოლში ნაჩვენებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღირსშესანიშნაობები, საქართველოს ბუნება, ტრადიციები, ქართული კერძები.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 

The King – ასე ჰქვია ნეტფლიქსის ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები ტიმოთი შალამე და რობერტ პატინსონი ასრულებენ

ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა, 1-ლი ნოემბრიდან კი მას ნეტფლიქსზეც იხილავთ. ფილმში მეთხუთმეტე საუკუნის ევროპის ისტორიაა გაცოცხლებული, რომელიც ინგლისის მმართველის, ჰენრი V-ის შესახებ მოგვითხრობს. ინგლისელი მონარქის როლს ტიმოთი შალამე ასრულებს, რობერტ პატინსონი კი მის მოწინააღმდეგედ მოგვევლინება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

მწერალთა სახლი გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:

  • კარცერი-ლუქსი – ოცნება წიგნის მოყვარულთათვის („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“)
  •  გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე („ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“)
  •  ჩემი საყვარელი ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი. ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება.

დაჯილდოება გაიმართება დეკემბრის ბოლოს მწერალთა სახლში. გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან  წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.

  • I პრემია – 500-ლარიანი ვაუჩერი
  • II პრემია – 300-ლარიანი ვაუჩერი
  • II პრემია – 200-ლარიანი ვაუჩერი

წყარო: http://writershouse.ge/

 

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.