fbpx

შეუერთდით კამპანიას “ჩართე” – 29 ოქტომბერი ინტერნეტის საერთაშორის დღეა


გააზიარე სტატია

დღეს ინტერნეტის საერთაშორისო დღეა! 

გვინდა, დღეს თქვენი დახმარებით რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩავრთოთ ინტერნეტში. ამიტომ მოგიწოდებთ მიიღოთ მონაწილეობა კამპანიაში “ჩართე”. 

გააზიარეთ ჩვენი ვიდეო (Facebook-ით, ელფოსტით და ა.შ.) და მოუწოდეთ 3 მეგობარს, გააკეთონ თუნდაც 1 ლარის შემოწირულობა www.charte.ge-ზე.

 

 

დღეს საქართველოში 78 000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი.

ჩვენი აზრით, ინტერნეტთან წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. 

პროექტი „ჩართე“ საშუალებას გაძლევთ, დაუფინანსოთ ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.

პროექტის ავტორები გვპირდებიან, რომ აუცილებლად შეგვატყობინებენ კამპანიის შედეგებს (დონორების, თანხისა და მოსწავლეების რაოდენობას) გამჭვირვალობის ანგარიშთან ერთად.

უფრო მეტი ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით შეგიძლია იხილოთ ვებ-გვერდზე https://charte.ge/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.