29 ოქტომბერი დილიდან
სტეფანე ამერიკაში ორი კონცერტს გამართავს
ქართველი მომღერალი სტეფანე 21 დეკემბერს ფილადელფიაში, ხოლო 22 დეკემბერს ნიუ-იორკში წარდგება მსმენელის წინაშე. კონცერტების სპეციალური სტუმარი ნიკოლოზ რაჭველი იქნება. ნიუ-იორკში სტეფანეს კონცერტი მანჰეტენის ტრაიბეკას ხელოვნების ცენტრში გაიმართება.
წყარო: https://www.facebook.com/
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენას – “ფორმა და სივრცეს’’ მასპინძლობს
გამოფენა ხელოვნების ერთ-ერთ ურთულეს დარგს – ქანდაკებას და მის თანამედროვე გააზრებას ეძღვნება. ამ გამოფენით საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA) სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საინტერესო პროექტების ციკლს იწყებს.
,,ფორმა და სივრცე” არის ერთგვარი ექსკურსი, თუ რა ხდება დღეს ამ დარგში, როგორ ვითარდება, რა ტენდენციები შეინიშნება, რა ტექნოლოგიით მუშაობენ სხვადასხვა თაობის მოქანდაკეები. გამოფენის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ის წარადგენს როგორც ასაკოვან, უკვე აღიარებულსა და გამოცდილ ხელოვანებს, ისე ახალგაზრდა შემოქმედებს, მათ შორის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსაც. შესაბამისად, ერთ სივრცეში სხვადასხვა დროის, სხვადასხვა მხატვრული ხედვებით შესრულებული კომპოზიციები მოიყრის თავს.
მონაწილეობენ:
- მერაბ სურვილაძე
- რუსუდან გაჩეჩილაძე
- თენგიზ სეფიაშვილი
- ბექა ტაბაღუა
- ვლადიმერ იმერლიშვილი
- მიხეილ სვანიძე
- მანუჩარ ოქროსცვარიძე
- დაჩი წერეთელი
- თამარ თოიძე
- თორნიკე გაბედავა
- გულოვან ხორავა
- ნატალია ლაშხი
- მიხეილ ჭანტურია
- ზურაბ გომელაური
- ერეკლე გეწაძე
გამოფენის კურატორები არიან:
- ელიჩკა ნადარეიშვილი – GERA-ს საქველმოქმედო პროექტების ხელმძღვანელი
- ხათუნა ხაბულიანი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ NBA-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
First ever NBA bucket for Goga Bitadze! pic.twitter.com/HfunlflBb7
— Tony East (@TEastNBA) October 27, 2019
ქართველი ცენტრის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა და 110:99 დამარცხდა.
წყარო: https://twitter.com
28 ოქტომბერს თბილისში პოლონური ფილმების ფესტივალი „ვისლა“ გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი თბილისში, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, იანუშ კონდრატიუკის ფილმის – „როგორც ძაღლი კატასთან“ ჩვენებით გაიხსნება. ფესტივალი 31 ოქტომბერს დაიხურება და ყველა ჩვენებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.
წყარო: https://www.facebook.com
BBC-ის ახალი საშინელებათა ჟანრის სერიალის, Dracula-ს ტრეილერი გამოვიდა
სატელევიზიო შოუ BBC-სა და Netflix-ს საერთო პროდუქტია, რომლის სცენარზეც Doctor Who-სა და Sherlock-ის შემქმნელებმა იმუშავეს. სერიალში სულ სამი ეპიზოდი იქნება და მასში დრაკულას როლს მსახიობი კლეის ბენგი შეასრულებს, რომელსაც მაყურებლები ფილმ The Square-დან იცნობენ.
წყარო: https://www.youtube.com
Warner Bros. ტომი და ჯერიზე სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს იღებს
მულტფილმის ახალი, მხატვრული ვერსია 2020 წლის 23 დეკემბერს გამოვა. ფილმის რეჟისორი კი ტიმ სტრონი იქნება. კინოფილმში ითამაშებენ: ჰოლია გრეის მორეცი, მაიკლ პენია, კენ ჟონგი, რობ დილეინი. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში მოქმედება განვითარდება ფეშენებელურ სასტუმროში, სადაც თაგვი ჯერი ცხოვრობს. ის ცდილობს ჩაშალოს სასტუმროში დაგეგმილი საქორწინო ცერემონია. ამიტომ სასტუმროს თანამშრომელი კაილა კატა ტომს მოიყვანს, რათა მავნე თაგვს თავისი ადგილი მიუჩინოს.
წყარო: https://io9.gizmodo.com/
დევიდ ლინჩს საპატიო „ოსკარი“ გადაეცა.
საპატიო „ოსკარების“ გადაცემის ცერემონია ლოს-ანჯელესში, გასართობ კომპლექს Hollywood and Highland Center-ში გაიმართა. ლინჩის გარდა, ჯილდო მსახიობმა უეს სტიუდიმ, სცენარისტმა და რეჟისორმა ლინა ვერტმიულერმა და მსახიობმა ჯინა დევისმა მიიღეს.
წყარო: https://www.instagram.com
ოსკარის მფლობელი რეიჩელ ვაისი ელიზაბეტ ტეილორის როლს შეასრულებს
ბრიტანელი მსახიობი რეიჩელ ვაისი, რომელსაც მაყურებელი არაერთი საინტერესო პროექტიდან იცნობს, სულ მალე ლეგენდარული ელიზაბეტ ტეილორის როლს მოირგებს და ფილმში A Special Relationship მთავარ პერსონაჟს განასახიერებს. ფილმის სიუჟეტის მთავარი ხაზი ტეილორის ცხოვრების იმ მონაკვეთზე იქნება, როდესაც ის სამოქალაქო აქტივიზმში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო.
წყარო: https://deadline.com