fbpx

“ფორმა და სივრცე” – ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში


გააზიარე სტატია

 გამოფენა ხელოვნების ერთ-ერთ ურთულეს დარგს –  ქანდაკებას და მის თანამედროვე გააზრებას ეძღვნება. ამ გამოფენით საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA) სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საინტერესო პროექტების ციკლს იწყებს. 

,,ფორმა და სივრცე” არის ერთგვარი ექსკურსი, თუ რა ხდება დღეს ამ დარგში, როგორ ვითარდება, რა ტენდენციები შეინიშნება, რა ტექნოლოგიით მუშაობენ სხვადასხვა თაობის მოქანდაკეები. გამოფენის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ის წარადგენს როგორც ასაკოვან, უკვე აღიარებულსა და გამოცდილ ხელოვანებს, ისე ახალგაზრდა შემოქმედებს, მათ შორის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსაც.  შესაბამისად, ერთ სივრცეში სხვადასხვა დროის, სხვადასხვა მხატვრული ხედვებით შესრულებული კომპოზიციები მოიყრის თავს. 


მონაწილეობენ:

  • მერაბ სურვილაძე
  • რუსუდან გაჩეჩილაძე
  • თენგიზ სეფიაშვილი
  • ბექა ტაბაღუა
  • ვლადიმერ იმერლიშვილი
  • მიხეილ სვანიძე
  • მანუჩარ ოქროსცვარიძე
  • დაჩი წერეთელი
  • თამარ თოიძე
  • თორნიკე გაბედავა
  • გულოვან ხორავა
  • ნატალია ლაშხი
  • მიხეილ ჭანტურია
  • ზურაბ გომელაური
  • ერეკლე გეწაძე

 

გამოფენის კურატორები არიან:

  • ელიჩკა ნადარეიშვილი – GERA-ს საქველმოქმედო პროექტების ხელმძღვანელი
  • ხათუნა ხაბულიანი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.