fbpx

მაღალი მოდის 6 სარეკლამო კამპანია წლევანდელ შემოდგომაზე


გააზიარე სტატია

 

შემოდგომა ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დროა მოდის სამყაროში. მომავალი წლის ტენდენციები დასახულია და მოდის სახლები სრულად იხარჯებიან, რათა კოლექციებმა პუბლიკის ყურადღება მიიპყროს. სარეკლამო კამპანიას ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. 

 

Gucci Cruise 2020 

ამ შემდგომაზე ყველაზე გამორჩეული სარეკლამო იმიჯების  სიას მოდის იტალიური სახლის, GUCCI-ის კამპანიით გავხსნით.

ალესანდრო მიკელეს გამოჩენის შემდეგ GUCCI-ის სახლმა უზადო ხარისხის რეპუტაციას არნახული პოპულარობაც შემატა. მორიგი სარეკლამო კამპანიაც ისეთივე ფერადი და გამორჩეულია, როგორც სახლის ყველა კოლექცია. სხვადასხვა ასაკის, სქესისა და გარეგნობის ადამიანები  GUCCI-ის ტანსაცმელს ისე ორგანულად ირგებენ, რომ გასაგებია, რატომ სურთ ეს ნივთები მოდის მოყვარულებს. 

2020   წლის კრუიზის კოლექციის  სარეკლამო კამპანია ამერიკელმა კინორეჟისორმა ჰარმონი კორინმა გადაიღო. მის ფილმებში სიხარულით თამაშობენ სნუპ  დოგიცა და მეთიუ მაკკონაჰიც. როგორც ჩანს, არც GUCCI-ის თვალის დამაბრმავებელი სამკაულებით მორთული ასაკოვანი ქალბატონები და ტაქსები იყვნენ წინააღმდეგი.

მთავარი თემა დაუსრულებელი ზეიმია, რომელშიც მუსიკოსი იგი პოპი, სიენა მილერი და სხვა ვარსკვლავებიც მონაწილეობენ.

23 წლის ფოტოგრაფი ტაილერ მიტჩელი მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც  ჟურნალ “ვოგის” 2018 წლის სექტემბრის ყდისთვის ბიონსე გადაიღო. ეს პირველი შემთხვევა იყო ჟურნალის 125-წლიანი არსებობის ისტორიაში,  როცა VOGUE-ის ყდაზე აფროამერიკელმა ფოტოგრაფმა იმუშავა.

 

JW Anderson

დიზაინერ JW Andersonის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის კამპანიისთვის  მოდელები ქუჩაში აღმოაჩინეს. არცერთ მათგანი არ ფიქრობდა მოდელის კარიერაზე.

 

Comme des Garçons Parfums, Copper

წელს ტაილერ მიტჩელმა ასევე Comme des Garçons Parfums, Copper-ის სარეკლამო კამპანიაც გადაიღო. ბრენდმა მას სრული თავისუფლება მიანიჭა და ეს იგრძნობა კიდეც. 

 

Helmut Lang

დიზაინერი Helmut Lang-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიის გადასაღებად ფოტოგრაფ ალექს ლისს ჟღალ ადამიანებზე მოუხდა ნადირობა. ამაში მას ათობით ასისტენტი და ჰოლანდიაში ყოველწლიურად გამართული წითელთმიანთა შეკრება დაეხმარა. გამორჩეულობა, განსხვავებულობა – ის, რაც ჟღალ ადამიანებს თმის წყალობით უკვე აქვთ, კამპანიის მთავარი იდეა იყო. 

 

KENZO

დევიდ ლა შაპელი და KENZO მოგზაურობაში გვეპატიჟებიან. კენზოს ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი და ამ სეზონის ახალი ჩანთით აღჭურვილი მოდელები ეგზოტიკური ადგილებიდან გვიქნევენ ხელს. კამპანიაში მოდის ლეგენდარული ფოტოგრაფის, ლაშაპელის პირადი არქივიც გამოიყენეს, რომელიც მან მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს გადაიღო.

 

LOEWE

ვის არ უყვარს მსახიობი ჯოდი კომერი? სერიალ “ევას მკვლელობისას“ ვარსკვლავი როგორც ჩანს, LOEWE-ის კრეატიულ დირექტორ ჯონათან ანდერსონსაც ჩაუვარდა გულში და სარეკლამო რგოლში ჯოდის სამსახიობო ტალანტის გამოვლენის სრული თავისუფლება მისცა. მსახიობი მხოლოდ ტექსტში იყო შეზღუდული. ერთადერთი სიტყვა, რომლის წარმოთქმაც მას შეეძლო, მოდის სახლის სახელი იყო.

ორიგინალი: https://www.anothermag.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.