fbpx

სად ვიყიდოთ კარგი ყველი? – ნახეთ ყველის სპეციალიზებული მაღაზიები თბილისში


გააზიარე სტატია

გურმანებმა კარგად იციან კარგი ყველის ფასი და ისიც, რომ სხვადასხვანაირ საკვებს სხვადასხვანაირი ყველი უხდება. თბილისში ყველის რამდენიმე მაღაზია არსებობს, სადაც მრავალფეროვანი არჩევანია და შესაბამისად შეგიძლიათ კარგი ყველი იყიდოთ. 

მაშ ასე: 

ყველის სახლი ფალიაშვილზე

ბიოლოგიურად სუფთა და ნატურალური ყველის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. ყველის გარდა აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა მწარმოებლის ღვინო და მურაბები; მანამ, სანამ ყველის სახლი ფალიაშვილის ქუჩაზე დაიდებდა ბინას, ყაზბეგის გამზირზე ფუნქციონირებდა. ამ დაწესებულების უკან მეყველე ანა მიქაძე დგას, რომელიც ყველს თელეთში მდებარე ქარხანაში ამზადებს. 

 

ფრომაჟერი

ჭავჭავაძის  ქუჩაზე ყველის მრავალფეროვანი არჩევანის გარდა კვირის განსაზღვრულ დღეებში კამეჩის მაწონს და რძის სხვა პროდუქტებსაც სთავაზობს. 

 

ბაგრატი

ათონელის ქუჩაზე მხოლოდ ყველის მაღაზია არ არის, აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ღვინო, ჩურჩხელა და სხვა ტიპური ქართული პროდუქტები. “ბაგრატი” ყველის მომხმარებლებს უფრო იშვიათი ტიპის ყველს სთავაზობს, ვიდრე ფართოდ გავრცელებული სულგუნი, გუდა და სხვა სახეობებია. ამ მაღაზიის მთავარი ხიბლი  დაობებული ყველის და ჭყვიტის მრავალფეროვანი არჩევანია. 

 

არისტეუსი

პუშკინის ქუჩაზე, ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილას, ასევე იშვიათი ტიპის ყველის არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს. მუჩლი ჭინჭრით, ბიტო, კანეო, კამამბერი, მონსი და სხვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ მცენარეული ჩაი, მზესუმზირის ზეთი და სხვა საკუთრივ ქართული პროდუქტები. 

მათთვის კი, ვისაც სპეციალიზებულ მაღაზიებში სიარული დაეზარება, ყველის მრავალფეროვანი არჩევანისთვის შეუძლია ესტუმროს აგროჰაბს ან  სულაც რომელიმე აგრარულ ბაზარს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.