fbpx

რით განსხვავდება მსოფლიოს 8 ქვეყნის ბიუროკრატია – ჰოლანდიური ფოტოპროექტი Bureaucratics


გააზიარე სტატია



ჰოლანდიელმა ფოტოგრაფმა იან ბანნინგმა გამოაქვეყნა ფოტოპროექტი სახელწოდებით Bureaucratics, რომლის მიზანიც იყო მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების კულტურისა და ყოფის შედარებითი კვლევა. ფოტოგრაფმა ბოლივიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, ინდოეთში, რუსეთში, იემენსა და აშშ-ში იმოგზაურა, სხვადასხვა რანგის თუ სფეროს სახელმწიფო მოხელეები მათ სამუშაო გარემოში გადაიღო და ბიუროკრატიული აპარატის უნიკალური ხედვა წარმოადგინა.

ფოტოგრაფის თქმით, იდეა ერთი საშინელი დავალების შემდეგ გაუჩნდა, როცა ჰოლანდიის ადმინისტრაციული აპარატის დეცენტრალიზაციის შესახებ ფოტორეპორტაჟი დაუკვეთეს.  „მეგონა, რომ ამის გადაღება აბსურდი და შეუძლებელი იყო. საშინლად მოსაწყენად მეჩვენებოდა, მაგრამ მუშაობის პროცესში გამიჩნდა კითხვა, თუ რით განსხვავდება და რა საერთო აქვს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ბიუროკრატიულ სისტემას, როგორია ბიუროკრატიული აპარატის რეალური სახე“, – ამბობს ბანნინგი.   

საინტერესოა ისიც, რომ ჰოლანდიელმა ფოტოგრაფმა მოულოდნელობის ელემენტით ისარგებლა. სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელების თანხმობით, ჩინოვნიკების კაბინეტებში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შედიოდა. მისი თქმით, ამგვარად რომ არ მოქცეულიყო, მისი პერსონაჟები ოთახებს დაალაგებდნენ, მოწესრიგებოდნენ და ჩანაფიქრი ბუნებრიობას დაკარგავდა. „მინდოდა, რომ მოხელეების სამუშაო გარემო ზუსტად ისევე გადმომეცა, როგორსაც მათ უბრალო მოქალაქეები ხედავენ საქმიანი ვიზიტებისას“,  – წერს ფოტოგრაფი. 

 

  • საგადასახადო ინსპექტორი, ინდოეთი

 

  • იმიგრაციის კონტროლის განყოფილების უფროსი, ჩინეთი

 

  • ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი, ჩინეთი

 

  • ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელი, საფრანგეთი

 

  • თანაბარი შესაძლებლობების მხარდაჭერი  კომისია, საფრანგეთი

 

  • საგზაო პოლიცია, ლიბერია

 

  • პოლიციის კომისარი, ლიბერია

 

  • კომუნალური მომსახურების სამსახურის მდივანი, ტომსკი, რუსეთი

 

  • სოფელ ალექსანდრევსკოეს გამგებელი, რუსეთი

 

  • სამართალდამცავი, აშშ

 

  • ლიცენზიების დეპარტამენტის თანამშრომელი, აშშ

 

  • ვაჭრობის სამინისტროს არქივი, იემენი

 

  • რეგიონებში მცხოვრები ქალების საგანმანათლებლო ცენტრი, იემენი

 

  • სამართალდამცავი, ბოლივია

 

  • მმაჩი-ს ბიუროს თანამშრომელი, ბოლივია

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.