fbpx

30 ოქტომბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

23-წლამდელთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მირზა სხულუხია და ტარიელ გაფრინდაშვილი ჩემპიონები გახდნენ

ტარიელ გაფრინდაშვილი უნგრეთში მსოფლიოს U23 ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი მეორედ ააჟღერა

ტარიელ გაფრინდაშვილმა უნგრეთში მსოფლიოს U23 ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი მეორედ ააჟღერა 79 კგ🥇🇬🇪 ტარიელ გაფრინდაშვილი🥈🇦🇿 აბუბაკრ აბაკაროვი🥉🇷🇺 რადიკ ვალიევი🥉🇹🇷 რამაზან სარი

Gepostet von GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია am Dienstag, 29. Oktober 2019

მირზა სხულუხია U23 მსოფლიოს ჩემპიონია – დაჯილდოვება საქართველოს ჰიმნი

მირზა სხულუხია U23 მსოფლიოს ჩემპიონია – დაჯილდოვება საქართველოს ჰიმნი70 კგ🥇🇬🇪 მირზა სხულუხია🥈🇷🇺 ჩერმან ვალიევი🥉🇦🇿 დაუდ იბრაგიმოვი🥉🇯🇵 ჰარუკო სენო

Gepostet von GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია am Dienstag, 29. Oktober 2019

 

სხულუხიამ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ბრძოლაში რუსი ჩერმენ ვალიევი დაამარცხა, 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გაფრინდაშვილმა კი ფინალში – აზერბაიჯანელი აბუბაქრ აბაკაროვი. ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის სამი ქართველი სპორტსმენი – გიორგი სულავა, ზურაბ ურთაშვილი და დემურ მეგენეიშვილი – იბრძოლებს.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში მოლდოველ რადუ ალბოტთან 2 სეტში დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 13 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 3:6, 2:6 დასრულდა. ხვალ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს. ის და მისი მეტოქე რადუ ალბოტი ჟერემი შარდისა და ფაბრის მარტინის წყვილს დაუპირისპირდებიან.

 

პარიზში მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

Image may contain: 1 person, indoor

პარიზში კულტურული მემკვიდრეობის სამიტის პროგრამის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა სამიტის მონაწილეთა წინაშე საკონკურსო ნომინანტად წარდგენილი მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. მიმდინარე წლის 21 მაისს ევროკომისიამ და “ევროპა-ნოსტრამ” შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / “ევროპა-ნოსტრას” ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა.

 კონსერვაციის კატეგორიაში გაიმარჯვა სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა, რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.  

 გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 29 ოქტომბერს პარიზში გაიმართა, სადაც 27 გამარჯვებულის დაჯილდოებასთან ერთად, გამოვლინდა გრანპრის 7 გამარჯვებული და საზოგადოებრივი რჩეულის პრიზის ლაურეატი.

 ღონისძიებას “ევროპა-ნოსტრას” პრეზიდენტი პლასიდო დომინგო, ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი, საფრანგეთისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნეპალელმა ალპინისტმა და ყოფილმა ჯარისკაცმა დედამიწის 14 ყველაზე მაღალი მთა 7 თვეში დალაშქრა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

36 წლის ნირმალ პუჯამ მე-14 მწვერვალი 29 ოქტომბერს დაიპყრო. პუჯას ალპინისტური კარიერა 2012 წელს დაიწყო, როცა ის ევერესტის ბანაკამდე ავიდა და დაბრუნების ნაცვლად მთის მწვერვალზე ასვლა გადაწყვიტა. რეკორდის დამყარებას კი პუჯა აპრილიდან შეუდგა და კამპანიის დროს 4 ალპინისტის გადარჩენაც მოახერხა. 

წყარო: https://www.bbc.com

 

 

როჯერ ფედერერმა შვეიცარიის ღია პირველობა მეათედ მოიგო

 TENNIS-ATP-SUI

ჩოგბურთელმა პროფესიონალურ კარიერაში 103-ე ტიტული მოიგო და ჯიმი კონორსის ყველა დროის რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ფედერერმა ბაზელში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ავსტრალიელ ალექს დე მინაურს საათსა და 9 წუთში – 6:2; 6:2 აჯობა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ჯიმი კონორსია, რომელსაც 109 ტურნირი აქვს მოგებული.

წყარო: https://www.forbes.com

 

HBO “სამეფო კარის თამაშების” პრიქველს აღარ გადაიღებს. სერიალში მთავარი როლი ოსკარის ნომინანტ ნაომი უოტსს უნდა შეესრულებინა.

სერიალის სამუშაო სახელწოდება Bloodmoon იყო და ის Game of Thrones-ში მიმდინარე მოვლენებამდე 5000 წლით ადრე ხდებოდა. ამ დროისთვის უცნობია, რატომ გადაწყვიტა არხმა სერიალის გაუქმება. 

წყარო: https://deadline.com/

 

“სამეფო კარის თამაშების” სცენარისტებმა და პროდიუსერებმა დევიდ ბენიოფმა და დენ ვაისმა კომპანია Lukasfilm-სთან ხელშეკრულება გაწყვიტეს

გამოცემის ინფორმაციით, მათ „ვარსკვლავური ომების“ საგის გაგრძელების გადაღებაზე უარი განაცხადეს. ამის მიზეზი კი ბენიოფის და ვაისის Netflix-სთან დადებული ხელშეკრულება გახდა. $300-მილიონიანი კონტრაქტის მიხედვით, მათ ახალი ფილმები და სერიალები უნდა გადაიღონ. 

წყარო: https://deadline.com/

 

31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში “შაქრო ბაბუა” გაიმართება შეხვედრა ზურაბ ქარუმიძესთან.

Image may contain: 2 people, text

მწერალი შეხვედრაზე ისაუბრებს თავისი ახალი რომანის – „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ შესახებ, რომელიც ლიტერა 2019-ის გამარჯვებული და „საბას“ ფინალისტია.

წყარო: https://www.facebook.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.