fbpx

ინტერვიუ თამუნა ინგოროყვასთან – 10 ამბავი instagram-იდან 


გააზიარე სტატია

ესაუბრა: ნასტასია არაბული
ფოტო: სოფიო მელიქიძე

როგორ შეიცვალა ქართული და მსოფლიო მოდა იმ დროის განმავლობაში, რაც ამ სფეროში ხართ?

ყველაფერი იცვლება უკეთესობისკენ, იოლდება. ახალგაზრდა დიზაინერებს სულ ვეუბნები, რომ ახლა ყველაფერი იმდენად ხელმისაწვდომია, არ უნდა დაიზარონ და ბევრი იმუშაონ. როცა მე დავიწყე მუშაობა, დაილაპ-ინტერნეტი გვქონდა, ნაჭრების გამოსაწერად ფაქსს ვიყენებდით და ახლა რეალურად შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად გააკეთო ყველაფერი და გახდე მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი. 

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. აქ, ამ შენობაში ადრე გვედგა ირანული ღუმელი გასათბობად. პირველი ჩვენება სამეფო უბნის თეატრში გვქონდა, სადაც ნავთის გამათბობლები იდგა “ბექსთეიჯში”. მაგრამ მაშინაც, ასეთ მდგომარეობაშიც კი შეიძლებოდა რაღაცის კეთება. ამ რთულ წლებშიც კი დავდიოდით სხვადასხვა ქვეყნებში, რომ გვეჩვენებინა სად ვართ, რას ვაკეთებთ. 

ყოველთვის ძალიან სერიოზულად აღვიქვამდი მოდის სფეროს. როცა გადავწყვიტე, რომ დიზაინერი უნდა ვყოფილიყავი, იმ წუთიდან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემს პროფესიას. პარიზში რომ ვსწავლობდი, უნივერსიტეტში ყოველი მისვლისას გვეუბნებოდნენ, რომ უკვე პროფესიონალებივით უნდა მოვკიდებოდით ყველა იმ საქმეს, რასაც ხელს მოვკიდებდით.

დღეს იმან, რომ რაღაცები გამარტივდა, კონკურენციაც გაზარდა. ამ მოცემულობაში მთავარი, რაც გჭირდება, საკუთარი თავის განვითარებაზე მუდმივი მუშაობაა. დღეს ქართული მოდა უკვე კარგად არის განვითარებული, მაგრამ რაღაცები მაინც რთულია. რესურსი ისევ ნაკლებია, ყველაფრის შემოტანა გიწევს, სპეციალისტები ნაკლებადაა, მაღალი ხარისხის სამოსზე მუშაობა ძნელია. 

ყველა საწარმო, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, ძირითადად მასობრივ პროდუქტს ქმნის და კარგი ხარისხის ტანსაცმლის შესაკერად ისევ ბევრ სირთულეებს აწყდები. პროფესიული განათლებაც პრობლემაა. ძალიან ბევრი ნიჭიერი დიზაინერი შეიძლება გაჩერდეს შუა გზაში იმის გამო, რომ რაღაცის შესახებ ცოდნა არ აქვს. 

მე, მაგალითად, მინდა, რომ იმ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სადაც ვსწავლობდი, აქ გავაკეთო ჯერ ტრენინგ-ცენტრი და მერე უკვე სასწავლებელი, სადაც დიზაინერებს, კონსტრუქტორებს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება კომპლექსური განათლების მიღება. საფუძვლიანი ცოდნის გარეშე რთულია ბრენდის განვითარება და მსოფლიო მასშტაბზე გასვლა. შეიძლება გემოვნებაც გქონდეს, ხედვაც, ალღოც, მაგრამ თუ ფუნდამენტური ცოდნა არ გაქვს, ურთულესია ტანსაცმლის შექმნა. 

 

რა არის ისეთი, რასაც ვერ ელევი: გაქვს საყვარელი ფაქტურა, ფორმა, ფერი, მასალა, რომელსაც სულ იყენებ?

აბრეშუმი, ტყავი… ტყავზე ახლა დიდი ბრძოლები გვაქვს. ტყავის ფაქტურა ძალიან მოგვწონს, მაგრამ გვინდა გადავიდეთ ხელოვნურ ტყავზე, ეს კი მარტივი არ არის. ხელოვნური ტყავის შესწავლა რომ დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ მისი დამუშავებისას არანაკლებ ზიანდება გარემო და არც სატარებლად არის მაინცდამაინც უსაფრთხო. ამ ეტაპზე ვეგანურ ტყავს ვხმარობთ, რომელიც ნაკლებ ქიმიურ მასალებს მოითხოვს და  დამუშავებისას უფრო უსაფრთხოცაა. 

მე საერთოდ ჩქარი მოდის წინააღმდეგი ვარ. ჩვენი მიზანი არ არის ბევრი ტანსაცმლის მასობრივი წარმოება. ჩვენ გვინდა ვაწარმოოთ ცოტა და ისეთი ტანსაცმელი, რაც მთელი ცხოვრება ექნება ადამიანს. გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ჩვენი სახლის  მომხმარებლებსაც იგივე დამოკიდებულება აქვთ სამოსის მიმართ. 

მხვდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ მათ გარდერობში არის ჩემი 10-15 წლის კაბა. ალბათ ისეთებიც არიან, ვინც ერთხელ ჩაიცვამს და მერე ივიწყებს, მაგრამ უმეტესობა ჩვენ მიერ შექმნილს ხანგრძლივად ინახავს გარდერობში. 

მე თვითონაც ძალიან ცოტა ტანსაცმელი მაქვს გარდერობში. არ მიყვარს ეს ზედმეტი რამეები. წელიწადში ერთხელ ვწმენდ კარადას და ყველაფერს, რაც აღარ მომწონს, ვიშორებ. 

 

AT.ge x Borjomi – Tamuna Ingorokva

დღეს Mercedes benz Fashion week Tbilisi დაიწყო ✨ 🎬 AT.ge და Borjomi • ბორჯომი წარმოგიდგენთ თამუნა ინგოროყვას კოლექციას, ნახეთ ვიდეო.Starring: Ani GavvaDirector: Buba BeboshviliDirector of Photography: Omar Gelashvili Edit: Elene Mgeladze Color Grading: Omar Gelashvili Props: Elene Maisaia, Elene Rukhadze, Tatia ModebadzeCreative director: Buba BeboshviliArt Direction/Styling:Tina SharashenidzeMua and Hair: Ana todua – Nino Shubladze – The Make Up Institute GeorgiaMusic: Yanamaste – For Buba1st AC: Shalka Sokurashvili2nd AC: Goga kalberashviliLighting: Misha Saganelidze, Shota khijakadze, Bidzina chkhaidze, Jaga GripVenue: Buyers მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia#ATgeBorjomi #borjomifashionhighlights #mbfwhighlightsIngorokva Tamuna

Gepostet von AT.ge am Mittwoch, 30. Oktober 2019

 

თქვენთვის თუ ქმნით ტანსაცმელს? 

ძალიან იშვიათად და განსაკუთრებული მომენტებისთვის და მერე კი დიდხანს ვხმარობ. არ მრჩება მაგის დრო. ჩემთვის არასოდეს არავის სცალია. 

 

როგორია ინგოროყვას მომხმარებელი, აქვს მკაფიო ხასიათი? 

უფრო სადა, თავშეკავებული, ამ მოდის ცირკიდან ცოტა შორს მყოფი, დიდად “ფეშენისტი” არ არის. 

 

რა ბაზრების ათვისებას გეგმავ მომავალში? 

ძალიან მინდა ამერიკის ბაზარზე შესვლა, რომელიც საინტერესოცაა და დიდიც. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში მოსწონთ ჩვენი შექმნილი, ყიდულობენ, სელებრითების სტილისტებთანაც გვაქვს კონტაქტი, მაინც რთულია იქ შეღწევა. რეალურად ამერიკის ბაზარზე მხოლოდ წარმოდგენილები ვართ Albright Fashion Library-ში, სადაც ტანსაცმლის საქირავებლად ძირითადად სელებრითები დადიან. 

 

რა მოგწონს მოდაში ყველაზე მეტად? 

არასოდეს მიფიქრია ამაზე. ალბათ ესთეტიკა – ოღონდ ესთეტიკის აღქმაც ძალიან სუბიექტურია, როგორც თვითონ მოდა. სიახლეც – რაღაც ახალს რომ ვპოულობ, ძალიან მომწონს. საინტერესოა რაღაც ახლის შექმნა. 

 

10 ამბავი instagram-დან 

ეს არის ფეხსაცმელების ქარხანაში, ტყავების ოთახში; მასალის შერჩევის პროცესია მომავალი კოლექციისთვის. 

View this post on Instagram

my everyday routine….

A post shared by Tamuna Ingorokva (@ingorokvatamuna) on

 

შოურუმი პარიზში. ყოველ სეზონზე, თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის წინ, ჩვენ გვიწევს  პარიზში წასვლა და იქ ვაჩვენებთ MBFW-ის განმავლობაში ახალ კოლექციებს. მერე კი ემატება და იხვეწება რაღაცები, მაგრამ სექტემბრის დასაწყისში მთელი კოლექცია ფაქტობრივად მზად არის ხოლმე. 

 

ფრენსის ბეკონის გამოფენაზე, რომელზეც “გავძვერი” შოურუმების პერიოდში. მარტო წავედი და თან ვმუშაობდი. ჩემი მეგობარი გადამეყარა შემთხვევით და იმის გადაღებული ფოტოა.  

View this post on Instagram

#paris #work

A post shared by Tamuna Ingorokva (@ingorokvatamuna) on

 

მარიამ ალექსიძის ბალეტზე ვიმუშავეთ. მთლიანად ჩვენ მოგვანდო კოსტიუმების გაკეთება. ცოცხალი ბალეტი იყო, დუდანა მაზმანიშვილი ცოცხლად უკრავდა როიალზე, გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა იყო, ბახის „გოლდბერგ-ვარიაციები.“ ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა, თითქოს ერთნაირი რაღაცები აცვიათ, მაგრამ არ არის ერთნაირი. განსხვავებული აღნაგობის გოგოები იყვნენ და სცენაზე ერთიანი პროპორციების შექმნა იყო მთავარი. 

 

ეს არის ჩვენების დაწყებამდე,  ჩვენების წინ, როცა მარტო ვარ, ჩაფიქრებული და ყველაზე მეტადაც ამ მომენტში ვღელავ.  სანამ პირველი მოდელი გამოვა, ფაქტობრივად პანიკის შემოტევა მაქვს. 

 

წელს პირველად განთავსდა ჩვენი კოლექცია DOVER STREET MARKET- ში, ლონდონში, 13 ივლისს, ეს პოსტიც მაგის ილუსტრაციაა. 

იაპონიაში, მორიართ მუზეუმში, საოცარი შეგრძნება მქონდა. ეს არის ტერასა, სადაც არის დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკა, ძალიან კარგად შერჩეული საუნდი და რეალურად წარმოადგენს ვერტმფრენების დასაჯდომ ადგილს, სადაც დადიხარ, შეგიძლია უყურო მთელ ტოკიოს, თითქოს  ჯეიმს ბონდის ფილმში ხარ. 

თვითონ მუზეუმიც ძალიან შთამბეჭდავია. იაპონელების თანამედროვე ხელოვნება ხომ უფრო მეტად შეგრძნებებზე, მოგონებებზე, ინტელექტზეა დამყარებული, სრულიად სხვანაირი, და მე მიყვარს ასეთი ხელშესახები, დამაფიქრებელი ხელოვნება. 

იაპონიაში პირველად წელს ვიყავი, გამოფენა გვქონდა და ესეც ფაქტობრივად ერთ-ერთი გაქცევისას ვნახე, საქმეებს შორის. 

 

ეს არის ჩემი საყვარელი ფილმი, ძველია, 70-იანი წლების. ძალიან მიყვარს, პერიოდულად ვუბრუნდები ხოლმე. ერთი შეხედვით მთავარი პერსონაჟი ჩემგან ძალიან შორს არის, მაგრამ ძალიან ვამსგავსებ ჩემს თავს. 

View this post on Instagram

#derekjarman #jubilee

A post shared by Tamuna Ingorokva (@ingorokvatamuna) on

 

ეს არის ლინდა როდინი, ძალიან ცნობილი სტილისტია და დიდი ხანია ჩვენი მომხმარებელია.  ჩვენება გვქონდა ნიუ-იორკში და ეს “ბექსთეიჯ” ფოტოებია. ლინდამ ამ დღეს ფაქტობრივად მთელი დღე  მე დამითმო, თვითონ მოინდომა ჩვენი ტანსაცმლის ჩაცმა. თანამშრომლობასაც ვაპირებთ ერთად. თვითონ პოლაროიდებს იღებს და ამიტომ ქეთევანმაც ეს სერია პოლაროიდზე გადაიღო. 

 

ედიტა, ჩემი მეგობარი, რომლის საქორწინო კაბებიც ჩვენ შევქმენით. 5-დღიანი ქორწილი ჰქონდა იტალიაში, ტოსკანაში და  8 კაბა შევკერეთ ამ 5 დღისთვის. უამრავი დიზაინერი მეგობარი ჰყავს და ძალიან გამეხარდა, რომ თვითონ მოინდომა, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ინგოროყვას კაბა სცმოდა.  ამის შემდეგ მთელ მსოფლიოში ვყიდით ამ კაბებს, ისე შეიყვარეს. 

AT.ge და Borjomi • ბორჯომის  ვიდეო: თამუნა ინგოროყვას კოლექცია

AT.ge x Borjomi – Tamuna Ingorokva

დღეს Mercedes benz Fashion week Tbilisi დაიწყო ✨ 🎬 AT.ge და Borjomi • ბორჯომი წარმოგიდგენთ თამუნა ინგოროყვას კოლექციას, ნახეთ ვიდეო.Starring: Ani GavvaDirector: Buba BeboshviliDirector of Photography: Omar Gelashvili Edit: Elene Mgeladze Color Grading: Omar Gelashvili Props: Elene Maisaia, Elene Rukhadze, Tatia ModebadzeCreative director: Buba BeboshviliArt Direction/Styling:Tina SharashenidzeMua and Hair: Ana todua – Nino Shubladze – The Make Up Institute GeorgiaMusic: Yanamaste – For Buba1st AC: Shalka Sokurashvili2nd AC: Goga kalberashviliLighting: Misha Saganelidze, Shota khijakadze, Bidzina chkhaidze, Jaga GripVenue: Buyers მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia#ATgeBorjomi #borjomifashionhighlights #mbfwhighlightsIngorokva Tamuna

Gepostet von AT.ge am Mittwoch, 30. Oktober 2019

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.