fbpx

პარიზში მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა


გააზიარე სტატია

Image may contain: 1 person, indoor

პარიზში კულტურული მემკვიდრეობის სამიტის პროგრამის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა სამიტის მონაწილეთა წინაშე საკონკურსო ნომინანტად წარდგენილი მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. მიმდინარე წლის 21 მაისს ევროკომისიამ და “ევროპა-ნოსტრამ” შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / “ევროპა-ნოსტრას” ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა.

 კონსერვაციის კატეგორიაში გაიმარჯვა სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა, რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.  

 გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 29 ოქტომბერს პარიზში გაიმართა, სადაც 27 გამარჯვებულის დაჯილდოებასთან ერთად, გამოვლინდა გრანპრის 7 გამარჯვებული და საზოგადოებრივი რჩეულის პრიზის ლაურეატი.

 ღონისძიებას “ევროპა-ნოსტრას” პრეზიდენტი პლასიდო დომინგო, ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი, საფრანგეთისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წყარო: https://www.facebook.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.