fbpx

31 ოქტომბერი  დილიდან 


გააზიარე სტატია

 

2 ნოემბერს არტისტერიუმი 2019 დაიწყება

No photo description available.

მე-12 არტისტერიუმის მეორე ნაწილი (პირველი ნაწილი გაიმართა კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში 2019 წლის ივნისში) ორი საერთაშორისო სახელოვნებო ორგანიზაციის: ასოციაცია “არტისტერიუმის” და კორეული Nine Dragon Heads / NDH – გარემოს დაცვის ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმის ათწლიან თანამშრომლობას აღნიშნავს. 

NDH არის კორეული სახელოვნებო ორგანიზაცია, რომელმაც ქართველ მაყურებელს პირველად წარუდგინა კორეული თანამედროვე ხელოვნება 2009 წლის არტისტერიუმზე. პროექტი მოიცავს ორ გამოფენას თბილისის ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელწიფო მუზეუმში და ლექციას კორეული ავანგარდის შესახებ – ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში. 

გამოფენაზე – „განსხვავებული რეალობა“ – ცხრა კორეელი ფოტოგრაფის ნამუშევრები კორეულ დღევანდელობას აღწერს. გამოფენა „თანამშრომლობის ხედვები“ კი მაყურებელს 6 კორეელი მხატვრის ნამუშევრებს წარუდგენს, რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში ინსტალაციის, პერფორმანსის, ფოტოგრაფიის და ვიდეოარტის ენას იყენებენ. გამოფენა  2019 წლის 8 ნოემბრამდე გაგრძელდება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

20 ივნისის აქციის დაზარალებული მაკო გომური ტელეკომპანია “ფორმულაზე” იწყებს მუშაობას.

Image may contain: 1 person

გომური ვებსაიტისთვის Formula News.ge ვიდეობლოგებს მოამზადებს. “ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას, როგორიც მქონდა აქამდე, მუშაობის დაწყებასაც ფორმულაში”, – თქვა მაკო გომურმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

Lyst-მა ყველაზე პოპულარული მოდის ბრენდების სია გამოაქვეყნა

The Lyst Index Q3 2019 Hottest Brands Products Off-White Balenciaga Gucci Versace Prada Valentino Fendi Burberry Saint Laurent Vetements Sneakers Menswear

სიაში ბალენსიაგა მეორე ადგილზეა, ხოლო ვეტმო – მეათეზე. Lyst-მა ონლაინ შოპინგის დროს 9 მილიონი მომხმარებლის მიერ გამოვლენილი მახასიათებლები და  გარდა ამისა, 12 ათასი დიზაინერის ონლაინ პროდუქციის პოპულარობა შეისწავლა. გასულ წელს, პირველ ადგილს ბალენსიაგა იკავებდა, ამჯერად კი ესპანურმა მოდის სახლმა, რომელსაც დემნა გვასალია ხელმძღვანელობს, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზეა Off-White, ხოლო მესამეზე –  გუჩი. წლის ყველაზე პოპულარული მოდის ბრენდების ათეული ასეთია:

  • Off-White
  • Balenciaga
  • GUCCI
  • Versace
  • Prada
  • Valentino
  • Fendi
  • Burberry
  • Saint Laurent
  • Vetements

წყარო: https://hypebeast.com/

 

And Then We Danced-მა ჩიკაგოს 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა

And Then We Danced-ის პრემიერა მაისში კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმი უკვე აჩვენეს 50 კინოფესტივალზე,  საქართველოში კი პრემიერა 8 ნოემბერს გაიმართება. 

ფოტო: https://viff.org/ArticleMedia

 

ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 ნოემბერს ყვავილების გამოფენა გაიმართება

Image may contain: flower, plant, tree, text, outdoor and nature

გამოფენაზე დამთვალიერებელს ბოტანიკური ბაღის კოლექცია, ქრიზანთემებისა და გეორგინების მრავალფეროვნება, ასევე შემოდგომის სხვადასხვა სახეობის ყვავილები და მათგან შექმნილი კომპოზიციები დახვდება. გამოფენაზე მსხვილი სათბურები და სანერგე კომპანიები მონაწილეობენ, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

2 ნოემბერს მე-7 პავილიონში Fall Set-ის მეორე ღონისძიება გაიმართება.

მსმენელთა წინაშე გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი Boris Brejcha წარდგება. მასთან ერთად სცენას ქართველი არტისტები Ziad Aliev და Endorphins დაიკავებენ. ჰელოუინთან დაკავშირებით ორგანიზატორები სტუმრებს შესაბამისი კოსტიუმებით ელოდებიან. პავილიონი მათ დეკორაციებითა და აქსესუარებით გაფორმებული დახვდებათ. 

ვიდეო: https://www.youtube.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.