fbpx

ჰელოუინის კოსტიუმის იდეები – 2019 წლის 5 ყველაზე პოპულარული “აუთფიტი”


გააზიარე სტატია

ჰელოუინი უკვე კარსაა მომდგარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა, მოვიმარაგოთ ტკბილეული, მოვრთოთ სახლი ობობის ქსელებით და,  რაც ყველაზე მთავარია, მოვამზადოთ სადღესასწაულო კოსტიუმი.

მაქქრინდლის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად ჰელოუინის ფესტივალს ავსტრალიელთა ერთი-მეოთხედი აღნიშნავს.  წვეულების განმავლობაში ბავშვები ჩამოივლიან ქუჩებს, მეზობლებში ითხოვენ კანფეტებსა და ნუგბარს – “trick-or-treat” – “გამიმასპინძლდი ან გავნებ” (სეირი ან ხეირი).

“მოთხოვნა ჰელოუინის კოსტიუმებზე ბოლო ათი წლის განმავლობაში 500%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს დღესასწაულის მზარდ პოპულარობას”, – განაცხადა CostumeBox-ის  თანადამფუძნებელმა ნიკ იემენმა 7NEWS.com.au-სთან ინტერვიუში. “უკვე დიდი ხანია, რაც ჰელოუინი აღარ მიიჩნევა მხოლოდ “ამერიკულ დღესასწაულად”.

ზუსტად რომელი კოსტიუმები იქნება პოპულარული წელს ჰელოუინზე? როგორც ჩანს, ათასობით ავსტრალიელის შთაგონების წყარო წელს პოპულარული ფილმები და ტელეშოუები გახდა. 

CostimBox გვთავაზობს  2019 წლის ჰელოუინის ყველაზე სასურველი   კოსტიუმების სიას:

 

Creepy  Сlown

მოვერიდოთ წყალსადენებს  და თავიდან მოვიშოროთ წითელი ბუშტები, რადგან  Pennywise უკვე დაბრუნდა!

“საჰელოუინე კოსტიუმების კატეგორიაში ყველაზე პოპულარული ბოროტი ჯამბაზია, რომელმაც სასურველობით გადაასწრო “ზომბის” კოსტიუმს”, – ამბობს იემენი.

 

Zombie Bride

CostumeBox-ის თანახმად, “ზომბი პატარძლის” კოსტიუმმა  ჰელოუინის დაწყებამდე წარმოუდგენელ პოპულარობას მიაღწია. 

თავის ქალას თეთრი მაქმანებით, წითელი სისხლის ლაქებითა და მეწამული ვარდებით მოქარგული საქორწინო კაბა,  პირბადე და თაიგული – სულ ესაა – თქვენ და თქვენს ძაღლს უკვე შეგიძლიათ გახდეთ მოსიარულე მკვდრები და შეაშინოთ  ქორწილის სტუმრები!

შეიღებეთ სახე თეთრად და მიაპკურეთ სისხლის წვეთები თქვენს ძაღლს – ბოლო  რამდენიმე შტრიხი და თქვენს საჰელოუინე კოსტიუმს უკვე დასრულებული სახე აქვს. 

Handmaiden

კოსტიუმმა  პოპულარობა მოიპოვა  რეიტინგული დისტოპიური სერიალიდან “მხევლის წიგნი”.   წითელი მოსასხამი კაპიუშონით, თეთრი შლაპითა და სამხრეებით     ჰოლივუდის ცნობილ წვეულებებზეც კი გამოჩნდა და  როგორც ჩანს, არც ჰელოუინია გამონაკლისი! 

დაე, აღსრულდეს!

 

Eleven

Netflix-ის  სერიალი “უცნაური ამბები”  წლის ჰიტი გახდა და მისი მთავარი გმირები წლევანდელი ჰელოუინის ერთ-ერთი მთავარ თემას წარმოადგენენ. 

 

დედა ზომბი

დედა, მოდი, თითქოს შენ ცოცხალი  არ ხარ…

დედების უმრავლესობა  შინაგანად მკვდრად თავს ყოველდღე გრძნობს, მაგრამ    გაცრეცილ ვარდისფერყვავილებიან კაბას – მუწუკებით და კოლგოტს,   მოჩითულს მეწამული და ლურჯი ძარღვებით – მდგომარეობის სიმძიმე ბევრად   უფრო მაღალ ხარისხში აჰყავს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.