Lyst-მა ყველაზე პოპულარული მოდის ბრენდების სია გამოაქვეყნა
გააზიარე სტატია
სიაში ბალენსიაგა მეორე ადგილზეა, ხოლო ვეტმო – მეათეზე. Lyst-მა ონლაინ შოპინგის დროს 9 მილიონი მომხმარებლის მიერ გამოვლენილი მახასიათებლები და გარდა ამისა, 12 ათასი დიზაინერის ონლაინ პროდუქციის პოპულარობა შეისწავლა. გასულ წელს, პირველ ადგილს ბალენსიაგა იკავებდა, ამჯერად კი ესპანურმა მოდის სახლმა, რომელსაც დემნა გვასალია ხელმძღვანელობს, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზეა Off-White, ხოლო მესამეზე – გუჩი. წლის ყველაზე პოპულარული მოდის ბრენდების ათეული ასეთია:
- Off-White
- Balenciaga
- GUCCI
- Versace
- Prada
- Valentino
- Fendi
- Burberry
- Saint Laurent
- Vetements
წყარო: https://hypebeast.com/