fbpx

ფოტოები, რომლებმაც Nikon-ის მიკროფოტოგრაფიის კონკურსზე გაიმარჯვა


გააზიარე სტატია


45 წლის განმავლობაში მიკროფოტოგრაფიის საერთაშორისო კონკურსზე – Nikon Small World – დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ მიკროსკოპული სამყარო – თვალით უხილავი ურთულესი სტრუქტურისა და სილამაზის ობიექტები.  

2019 წელს კონკურსში 100 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა . ჟიურიმ 2000 ნამუშევარი განიხილა და ტრადიციულად, 20 საუკეთესო გამოარჩია. გამარჯვებული გამოსახულებები კი მთელი წლის განმავლობაში აშშ-სა და კანადის საბუნებისმეტყველო და სხვა სამეცნიერო მუზეუმებში იმოგზაურებენ.

Nikon Small World-ის ფოტოკონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა კუს ემბრიონის გამოსახულებამ, რომლის ავტორები ტერეზა ზგოდი და ტერეზა კუგლერი არიან. ფოტოს უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთზე შრეებად დადებული ასობით გამოსახულების კომპილაციაა. ამგვარი მიდგომის აუცილებლობა კი, ემბრიონის მიკროსკოპული ზომით იყო განპირობებული და მისი ფორმების დეტალიზება მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა.  

  • II ადგილი. წამწამა ინფუზორიები. ავტორი: ი.სივანოვიჩი
  • III ადგილი. ალიგატორის ემბრიონი. ავტორები: Daniel Smith Paredes, Bhart-Anjan S. Bhullar
  • IV ადგილი. მამალი კოღო. ავტორი: Jan Rosenboom

  • V ადგილი. ფიფქი. ავტორი: Caleb Foster

 

  • VI ადგილი. ჩინური მიხაკის მტვრიანა. ავტორი: Guillermo Lopez Lopez

 

  • VII ადგილი. გაყინული წყლის წვეთი. ავტორი: Garzon Christian

 

  • VIII ადგილი. გაჭრილი ტიტა. ავტორი: ა. სავიცკი

 

  • IX ადგილი. უჯრედები მიტოზის (უჯრედის გაყოფის სახე, რომლის დროსაც ერთი (დედა) უჯრედი იყოფა და ორ ახალ (შვილეულ), გენეტიკურად თავის იდენტურ უჯრედს წარმოქმნის) სტადიაზე. ავტორი: ჯეისონ კერკი
  • X ადგილი. კოღოს მატლი. ავტორი: ანნე ალგარი

 

Nikon Small World-ის მიკროფოტოგრაფიის კონკურსის სხვა გამარჯვებულები:

  • კუპრიტი. სპილენძის წითელი მადანი, ჟანგეულების კლასის მინერალი. ავტორი: ემილიო მარკესი

 

  • მდედრი ობობა oxyopes dumonti. ავტორი: ანტუან ფრანკი
  • დიდი დაფნია (მწერი). ავტორი: მარეკ მიში
  • ბუზის თვალი. ავტორი: რაზვან კორნელი

 

  • ვიტამინი C. ავტორი: კარლ დეკარტი

 

  • რვაფეხას ემბრიონი. ავტორი: მარტინა ლუკოსევიჩიუტე და კერი ალბერტინი

 

  • თაგვის გული მიოკარდიუმის  ინფარქტის შემდეგ. ავტორები: სიმონ მერცი, სებასრიან კორსტე

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.