fbpx

1 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დღეს, 12:30 საათზე, მწერალთა სახლში პოლონელი რეჟისორის პაველ პავლიკოვსკის ლექცია გაიმართება.

ოსკარის ნომინანტი რეჟისორი თბილისს Mercedes Fashion Week-ის ფარგლებში სტუმრობს. პავლიკოვსკის  გადაღებული აქვს ფილმები “იდა” (ოსკარის მფლობელი ფილმი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში) და “ცივი ომი”. 

 

ესპანეთში „ვეფხისტყაოსნის“ ქართული გამოცემის გრაფიკული ვერსიისა და ესპანური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

ესპანეთის ოფიციალური ბეჭდვით სააგენტოში, BOE-ში „ვეფხისტყაოსნის“ ქართული გამოცემის გრაფიკული ვერსიისა და მალაგის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული პოემის ესპანური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ესპანეთში საქართველოს ელჩმა ილია გიორგაძემ და სააგენტოს დირექტორმა მანუელ ტუერო სეკადესმა. 

ელჩმა ისაუბრა “ვეფხისტყაოსნის” ეროვნულ ფასეულობასა და თამარ მეფის ეპოქაზე. მალაგის უნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელმა როსარიო მორენომ ყურადღება გაამახვილა პოემის ლიტერატურულ ღირებულებასა და ესპანურის თარგმანის ახალი გამოცემის მნიშვნელობაზე.

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გიორგი ცაგარელის კონცერტი გაიმართება

Image may contain: night and text

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოგიდგენთ გიორგი ცაგარელის კონცერტს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიან შემადგენლობასთან ერთად, რომელიც გაიმართება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 2019 წლის 13 ნოემბერს, 20:00 საათზე. 

სოლისტები: აკაკი დეისაძე, კარმენ ტორანო და გიორგი ცაგარელი. სპეციალური სტუმარი – KAYAKATA. აუდიო- და ვიდეოდიზაინი – ნიკა მაჩაიძე.

პროგრამაშია იგორ სტრავინსკის, ჯონ ადამსის, გევინ ბრაიერსის, გია ყანჩელის, ნიკა მაჩაიძის / Nikakoi, ნატალია / TBA ბერიძის,  ალექსანდრე კორძაიას / Kordz, ნათია სართანიას / sTia და ანუშკა ჩხეიძის მუსიკა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

Wizz Air 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ბოლონიასა და ნიცას მიმართულებით იწყებს 

რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: ქუთაისი-ბოლონია-ქუთაისი – 23 ნოემბრიდან, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და შაბათს;

ქუთაისი-ნიცა-ქუთაისი – 12 დეკემბრიდან, კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას. რეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.


Forbes-მა იმ გარდაცვლილი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 2019 წელს ყველაზე მეტი შემოსავალი დააგროვეს

Dead Celebrities 

ვარსკვლავების რეიტინგში, რომლებიც გარდაცვალების შემდეგაც ფინანსურ მოგებას იღებენ, მაიკლ ჯექსონი $60 მილიონით ლიდერობს. რეიტინგში მე-12 პოზიცია უკავია ლეგენდარულ მომღერალ უიტნი ჰიუსტონს. გარდაცვლილი ვარსკვლავების 2019 წლის ფინანსური რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. ჯორჯ ჰარისონი –  შემოსავალი $9 მილიონი
  2. უიტნი ჰიუსტონი –  $9,5 მილიონი
  3. ევან აფტერი –  $10 მილიონი
  4. ნიპსლეი ჰუსლე – $11 მილიონი
  5. პრინსი –  $12 მილიონი
  6. მერლინ მონრო –  $13 მილიონი
  7. ჯონ ლენონი – $14 მილიონი
  8. DR. SEUSS –  $19 მილიონი
  9. ბობ მარლი –  $20 მილიონი
  10. არნოლდო პალმერი – $30 მილიონი
  11. ჩარლზ სჩულზი –  $38 მილიონი
  12. ელვის პრესლი – $39 მილიონი
  13. მაიკლ ჯექსონი –  $60 მილიონი

წყარო: https://www.forbes.com/

 

Netflix-მა სერიალ The End Of The F***ing World-ის მეორე სეზონის ტრეილერი გაავრცელა.

სერიალის მეორე სეზონი ტელეეკრანებს 4 ნოემბერს დაუბრუნდება.

წყარო: https://www.youtube.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.