fbpx

გოგონები ყოფილი შეყვარებულების ხმოვან წერილებზე ცეკვავენ – TikTok-ის ახალი ტრენდი


გააზიარე სტატია

 

ციფრულ მედიაში ვიდეოკონტენტის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, ამ მიმართულებით კი ყველაზე აქტიური პლატფორმა TikTok-ია:  სოციალური ქსელი, სადაც ვიდეოების ჩაწერა და დამუშავება შეგიძლიათ. 

ამჟამად TikTok-ზე განსაკუთრებულად ტრენდული ვიდეოების სერიაა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები ყოფილი შეყვარებულების მიერ გამოგზავნილ ხმოვან ჩანაწერებზე ცეკვავენ

სოციალურ ქსელში ეს “გამოწვევა” მომხმარებელმა @trapmoneybella-მ წამოიწყო, რომელიც საკმაოდ ნელი მოძრაობებით, ირონიულად ცეკვავს მაშინ, როდესაც ფონად მისი ყოფილი შეყვარებულის პათეტიკური ხმა ისმის. ეს საოცრად ეფექტური გზაა იმისთვის, რომ ბიჭი გაანადგურო. 

ალბათ, ცოტა უცნაურიცაა, როგორ შეიძლება საჯარო განხილვისა და დაცინვის საგნად გახადო შენი ტრავმული გამოცდილება, მაგრამ ფაქტი ერთია: სოციალურ ქსელში ეს მიმართულება უკვე ტრენდად იქცა და გამოწვევაში უამრავი გოგონა ჩაერთო.  

ერთ-ერთ ვიდეოში ისმის, თუ როგორ უყვირის ყოფილი შეყვარებული გოგოს, რადგან სკოლაში “ელასტიკი” ეცვა. 

“არ მინდა ჩემს გოგოს ბიჭები სკოლაში აკვირდებოდნენ, თუ ამას არ გაითვალისწინებ და ისევ ასე ჩაიცვამ, მაშინ დაგშორდები” 

იხილეთ მეტი ვიდეო:

 

 

 

 

რატომ არის დადებითი შედეგის მომტანი TikTok-ის ეს ტრენდი? მიზეზი მარტივია: თინეიჯერი გოგონების მიმართ სოლიდარობას უკვე უამრავი ადამიანი გამოხატავს, კომენტარებში ერთმანეთს უზიარებენ ფსიქოლოგიური ძალადობის ისტორიებს, თუ როგორ მანიპულირებდნენ ყოფილი შეყვარებულები მათზე, აძლევენ რჩევებს და ა.შ. 

 

ორიგინალი: https://www.dazeddigital.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.