fbpx

5 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

ნიუ-ჯერსიში ქართველი არტისტების მონაწილეობით გამოფენა “კულტურული იდენტობების მიღმა” გაიმართება

No photo description available.

FLAG Art Group-ის ინიციატივით 8 ნოემბერს ნიუ-ჯერსიში გამოფენა “კულტურული იდენტობების მიღმა – Beyond Cultural Identities” გაიხსნება. FLAG Art Group ახალი ინოვაციური ორგანიზაციაა ხელოვნებისა და კულტურის სფეროში და წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების გალერეასა და კრეატიული მარკეტინგის სააგენტოს არტისტებისთვის. გალერეის დებიუტი თანამედროვე ხელოვნების სცენაზე განსხვავებული კონცეფციის გამოფენით – კულტურული იდენტობების მიღმა შედგება. 

ექსპოზიციის ნახვას დამთვალიერებელი 8–დან 15 ნოემბრის ჩათვლით შეძლებს. მონაწილე არტისტებს შორის ხუთი თანამედროვე ხელოვანია: ხატია ესართია, კონსტანტინ მინდაძე, ლევან მინდიაშვილი, ლადო ფოჩხუა და ლეილა შელია. გამოფენაზე მულტიკულტურული წარმოშობის არტისტების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. გამოფენის კონცეფცია 11 არტისტის უნიკალურ პერსონალურ გამოცდილებას უკავშირდება და იმ გავლენებს, რაც მათი შემოქმედების განვითარებაზე სხვადასხვა კულტურამ მოახდინა. 

დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ეს კულტურული მრავალფეროვნება ერთ სივრცეში აღიქვას, სივრცეში, რომელიც მანჰეტენის ჰორიზონტს უყურებს, როგორც თანამედროვე ხელოვნების უდიდეს ცენტრს და მულტიკულტურული საზოგადოების სიმბოლოს. ქართველი თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებთან ერთად გამოფენილი იქნება ეკატერინა აბრამოვას, ბობი ანსპაჩის, ბონგ ჯუნგ კიმის, ირინა ლაკშინის, თონი სეკერის და ევან ვენეგას ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები. 

გამოფენის კურატორი ნინო მაჭარაშვილი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

Airbnb-ის ქართული ენა დაემატა

Airbnb მსოფლიოში უდიდესი ონლაინ-პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს 7 მილიონზე მეტ უნიკალურ და ორიგინალურ საცხოვრებელსა თუ დროის გასატარებელ ადგილს სთავაზობს. Airbnb-ის  წამში დაახლოებით ექვსი ადამიანი სტუმრობს და საცხოვრებლებს მთელ მსოფლიოში ჯავშნიან: 2011 წელს Airbnb-ზე 1000-ზე მეტი განცხადება მხოლოდ 12 ქალაქში იყო, დღეს კი იმავე რაოდენობის განცხადება უკვე 1000 ქალაქშია. 

დღეიდან კი Airbnb-ის პლატფორმით სარგებლობას მომხმარებლები ორჯერ მეტ ენაზე შეძლებენ, მათ შორის – ქართულად. 62 ენა ნიშნავს, რომ Airbnb-ის პლატფორმას მშობლიურ ენაზე  ამიერიდან 4 მილიარდზე მეტი მომხმარებელი გამოიყენებს მთელ მსოფლიოში. 

ფოტო: https://timedotcom.files.wordpress.com

 

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ისტორიული მარანი აღდგა

უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალის ტერიტორიაზე ისტორიული მარანი აღდგა.. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს…

Gepostet von საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა am Sonntag, 3. November 2019

რესტავრაცია ჩაუტარდა და განახლდა მარნის არქიტექტურული შენობა, სადაც რენოვაციის მეთოდით ფუნქციურად ამოქმედდა მარნის ინტერიერში განთავსებული ქვევრები.

აღდგა სამეცნიერო კვლევის შედეგად აღმოჩენილი 3 ჯიშის ვაზით  გაშენებული სავენახე მეურნეობა, სადაც სახელობითი ნერგები დაირგო. დღეიდან რეაბილიტირებული მარანი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ერთ-ერთ თვალსაჩინო მარშრუტად იქცევა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საფრანგეთში უცნობმა პირებმა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი შუასაუკუნეების დროინდელი ეკლესია გაძარცვეს

Vidéo & photos. Casse à la cathédrale d'Oloron-Sainte-Marie : le point sur ce que l'on sait et les premières photos des…

Gepostet von La République des Pyrénées am Montag, 4. November 2019

ქალაქ ოლორონ-სენტ-მარიში ღვთისმშობლის სახელობის XI-XIII საუკუნეების ეკლესიაში სამი მძარცველი 4 ნოემბრის ღამით შეიჭრა. მათ ავტომობილით ეკლესიის გვერდითა კარი ჩაამტვრიეს, შემდეგ კი ეკლესიის იმ ნაწილში შეაღწიეს, სადაც ძვირფასეულობა და სხვა შუასაუკუნეების დროინდელი რელიკვიები იყო დაცული. 

ქალაქის მერის, ერვე ლუკბერეის თქმით, მძარცველებმა წაიღეს ოქროს ნივთები, რომლებიც ადრე ოლორონის ეპისკოპოსებს ეკუთვნოდათ. ბოროტმოქმედებმა ავტომობილი შემთხვევის ადგილზე დატოვეს და მიიმალნენ. მათ ადგილობრივი ჟანდარმერია ეძებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

Hocus Pocus-ის სიქველში სარა ჯესიკა პარკერი, ბეტ მიდლერი და კეიტ ნაჯიმი ბრუნდებიან

Hocus Pocus movie sequel

საკულტო კომედია ეკრანებზე 1993 წელში გამოვიდა. ფილმი ალქაჯი დების, სანდერსონების ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც 1693 წელს სიკვდილით დასაჯეს ახალგაზრდა გოგოს მოკვლის გამო. თუმცა, ისინი 300 წლის შემდეგ კვლავ ბრუნდებიან და ქალაქში ყველა ბავშვის სულის დაპატრონებას კიდევ ერთხელ ეცდებიან.

წყარო: https://www.nme.com/

 

ნიუ-იორკის ქუჩებში ტესლას ელექტრომობილები გამოჩნდნენ

ტაქსების მართვის სამსახურმა ქალაქის ქუჩებში ახალი ავტომობილის გამოყენების ნებართვა გასცა. Tesla Model 3 პირველი ელექტრომობილი ტაქსია, რომელიც ამერიკის ყველაზე დიდ ქალაქში მგზავრებს გადაიყვანს. შესაბამისი სერტიფიკაციის მიღების და ინსპექტირების გავლის შემდეგ Model 3 ნიუ-იორკის ტაქსისთვის ტრადიციულ ყვითელ ფერებში გადაღებეს.

 პირველი სრულად ელექტროტაქსოპარკი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვისკონსინის ქალაქ მედისონში გამოჩნდა.

წყარო: https://www.cnet.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.