fbpx

4-დღიანი სამუშაო კვირა და იაპონიის Microsoft-ის გამაოგნებელი ეფექტი


გააზიარე სტატია

იაპონიის Microsoft-მა სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად თამამი ნაბიჯი გადადგა – თანამშრომლებმა ზაფხულის განმავლობაში სამდღიანი უქმეებით (პარასკევი, შაბათი, კვირა) ისარგებლეს.

კომპანიის “სამუშაო რეფორმის პროექტში” 2300 თანამშრომელი ჩაერთო, შედეგად კი მათი პროდუქტიულობა 39,9%-ით გაიზარდა. დასაქმებულებმა თვის განმავლობაში 25,4%-ით ნაკლები შვებულების დღე გამოიყენეს, ამასთანავე,  ოფისში 23,1%-ით ნაკლები ელექტროენერგია დაიხარჯა, რამაც Microsoft-ის ხარჯები შეამცირა. 

Employees also took 25.4 percent fewer days off during the month and used 23.1 percent less electricity in the office which saved the company money. Pictured: Japan Microsoft HQ

პროდუქტიულობის ზრდა პროფესიული შეხვედრების განრიგის ცვლილებებმა გამოიწვია. იმის გამო, რომ თანამშრომლებს კვირაში მხოლოდ 4 სამუშაო დღე ჰქონდათ, მათ მიეცათ იმის მოტივაცია, რომ ზოგიერთი შეხვედრა დროულად გაემართად ან ვირტუალურად განეხორციელებინათ.

პროექტის ბოლოს დასაქმებულთა 92,1%-მა განაცხადა, რომ ისინი კმაყოფილები იყვნენ სამუშაო დღეების შემცირებით. წარმატებული შედეგების შემდეგ, Microsoft-მა გადაწყვიტა  ეს რეფორმა კვლავ განახორციელოს. 

Due to its success this year, Microsoft is planning on repeating it again next summer and potentially at other times as well (file image)

დადებითი გამოხმაურების მიუხედავად, ზოგიერთი თანამშრომელი სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს.  “Microsoft განსხვავდება სხვა ბიზნესისგან, ასე რომ, ვფიქრობ, ეს ყველგან არ იმუშავებდა.”

“მომეწონება და მივესალმები, თუ უფრო ეს პროექტი ხშირად  განხორციელდება, მაგრამ, ვფიქრობ, რთული იქნება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც მთელი კვირა მუშაობენ. ამ შემთხვევაში, მათ უფრო მეტი მუშახელის დაქირავება მოუწევთ”.

ორიგინალი: https://www.dailymail.co.uk/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.