fbpx

6 ნოემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

ჰოლანდიაში ითარგმნა და გამოიცა ნანა ექვთიმიშვილის რომანი “მსხლების მინდორი”

ნანა ექვთიმიშვილის წიგნი გამომცემლობა Prometheus-მა გამოსცა. „მსხლების მინდორი“ ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანია, რომელიც 2015 წელს  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. რომანი მოგვითხრობს თბილისში არსებულ ერთ-ერთი სკოლა-ინტერნატზე, იქ მცხოვრებ მოზარდებსა და ბავშვებზე, მათ ბედსა და ცხოვრებაზე. ავტორი რომანისთვის 2016 წელს პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა ნომინაციაში – წლის დებიუტი.

 

თურქეთში საქართველოს ელჩი გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლად აღმოჩენილი საძვალის ფოტოებს ავრცელებს

📣 ექსკლუზიურად ერზერუმიდან! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან…

Gepostet von Giorgi Janjgava am Dienstag, 5. November 2019

 თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლად აღმოჩენილი საფლავის ქვების ფოტოებს ფეისბუქზე ავრცელებს.

“ექსკლუზიურად ერზერუმიდან! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება. ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს”, – წერს გიორგი ჯანჯღავა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველო ბოკუზ დორის მსოფლიოს გასტრონომიული ჩემპიონატის ოფიციალური წევრი გახდა

საქართველო წელს ფრანგული კულინარიული გილდიის ოფიციალური წევრი გახდა. გარდა ამისა, საქართველოში წელს პირველად ჩატარდა კულინარიული კონკურსიც. შიდა შესარჩევ კონკურსზე მონაწილეებმა საინტერესო კერძები წარადგინეს ჟიურის წინაშე, რომლის წევრები ცნობილი ქართველი შეფმზარეულები იყვნენ.

 ბოკუს დორი 30-წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია. Bocuse d’Or-ის პირველი ეროვნული შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ერიკ სარქისიანი გახდა და ის  2020 წელს ტალინში, ევროპის კონტინენტურ შეჯიბრში საქართველოს სახელით წარდგება. 

 

Warner Bros.-მა ჰარი პოტერის სპინოფის, Fantastic Beasts-ის მესამე ნაწილის გადაღებაზე  დაიწყო მუშაობა.

გადაღებები ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება და მასში კვლავ ვიხილავთ მსახიობებს: ედი რედმეინს, ჯონი დეპს, ჯუდ ლოუს, ეზრა მილერს და ზოი კრავიცს.  Fantastic Beasts-ის მესამე ნაწილის პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი.

წყარო: https://variety.com/2019/

 

WarnerMedia ჯგუფი 2020 წლის მაისიდან მომხმარებლებს ახალ სტრიმინგ სერვისს – HBO Max-ს შესთავაზებს

HBO Max გააერთიანებს 10 ათასი საათის მოცულობის პრემიუმ ხარისხის კონტენტს. HBO Max-ის ყოველთვიური პაკეტი  14.99 ამერიკული დოლარი ეღირება. ახალ სტრიმინგ სერვისზე წარმოდგენილი იქნება ყველაზე პოპულარული ფილმები და სატელევიზიო შოუები.

წყარო: https://www.youtube.com/

 

სანდრა ბულოკმა ნეტფლიქსთან კონტრაქტი გააფორმა

ოსკაროსან ამერიკელ მსახიობს ახალ დრამაში გადაიღებენ. ფილმი ციხიდან გამოსული ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც წარსულში მძიმე დანაშაულის გამო იხდიდა სასჯელს. სანდრა ბულოკისთვის ეს ნეტფლიქსის მეორე პროექტია. მისი მონაწილეობით გამოსულმა ფილმმა – Bird Box-მა ნეტფლიქსზე რეკორდი მოხსნა. 

წყარო: https://variety.com/

 

Microsoft-მა Edge ბრაუზერის ახალი ლოგო გაავრცელა.

Edge ბრაუზერი Microsoft-ის ოპერაციულ სისტემაში პირველად 4 წლის წინ გაჩნდა, როდესაც კომპანიამ  Internet Explorer-ის ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო და საზოგადოებას ახალი ბრაუზერი წარუდგინა. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.