Now Is Everything – ფილმი ახალგაზრდა ქართველი მსახიობებისა და ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით
გააზიარე სტატია
დღეს გავრცელდა რიკარდო სპინოტისა და ვალენტინა დე ამიჩისის გადაღებული ფილმის Now Is Everything-ის ტრეილერი, სადაც ახალგაზრდა ქართველი მსახიობები ირაკლი კვირიკაძე და ელენე მახარაშვილი ბრიტანელ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობენ.
ფილმში რეჟისორმა ცნობილი ვარსკვლავების შთამომავლობას მოუყარა თავი – პროექტში, ენტონი ჰოპკინსის გარდა ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები.
ასევე ფილმზე იმუშავა, კიდევ ერთმა ქართველმა – მხატვარმა ლაშა ზამბახიძემ. ფილმის კოსტიუმების დიზაინერია „ოსკარზე“ 12-ჯერ ნომინირებული კოლინ ეტვუდი.
- რეჟისორები: რიკარდო სპინოტი და ვალენტინა დე ამიჩის
- ოპერატორი: დანტე სპინოტი
- პროდაქშენ დიზაინერი: ლაშა ზამბახიძე
- კოსტიუმების დიზაინერი: კოლინ ეტვუდი
- მთავარ როლში: ირაკლი კვირიკაძე
ფილმის პრემიერა 22 ნოემბერს ტალინში იგეგმება.